Предыдущая публикация
პატარაა და გულნატკენი ბავშვივით მიდის,
დიდი მეგონა, თან ძლიერი, ალბად უბიწოც
და დაუნდობლად, დამსხვრეული იმედით ვღლიდი,
მეგონა მქონდა სიყვარულით სუნთქვის უფლება,
ჩემს ზღაპარში კი, ოცნებებით, ყვავილებს ვშლიდი,
აქაც მოვტყუვდი, დაკარგული, ამ ლაბირინთში,
ფიქრარეული, მთვარის შუქზე, ვარსკვლავებს ვთვლიდი,
მე მისი სუნთქვა, უსასყიდლოდ, მემეტებოდა,
ვერ ვხვდებოდი, რომ მის გულს, ასე სისხლისგან ვცლიდი,
დაპატარავდა, დაცოტავდა, გადაიღალა,
და უგულობით გულნატკენი უფალთან მიდის...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4