️,,სრული თავისუფლების(ადამიანის თავისუფლების)შენარჩუნების ფონზე და პირობებში ადამიანს შესაძლებლობას აძლევდა(საამისო გარემოს შექმნით)მაქსიმალურად გამოევლინებინა თავისი დაცემული ბუნება,შემდეგ თანდათან,ნელ-ნელა დაანახებდა თავის დამახინჯებულ,საშინელ სახეს და სინანულის კვალდაკვალ და შესაბამიდსად, საკუთარი ნებითვე დაამსხვრევინებდა კიდევაც მას.თუ ადამიანი არ მიეცემოდა სინანულს უკვე ჩადენილის გამო,იგი კვლავ ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებოდა.ისე წარმართავდა საუბარს, რომ ააქტიურებდა იმ უკეთურ საწყისებს, ქმედების იმ უკეთურ გრძნობად სახეებს, რომლის განხორციელებაზეც, საკუთარი მიზნის მისაღწევად ადამიანი უარს არ იტყოდა, ბუნებრივ პირობებში ამის საშუალებას მისცემდა და როგორც კი მამა ნიკოლოზი შეუქმნიდა ადამიანს ყველა პირობას საამისოდ, ისიც დაუყოვნებლივ აღასრულებდა იმ ქმედებას, რომლისთვისაც იგი მზად იყო შინაგანად. მახსენდება, მამა ნიკოლოზმა მითხრა...: ,,წმინდანი ხედავს, ელისაბედ, ვინ არის ცოდვაში ჩასაყენებელი, ვინ ამოსაყვანი და ვინ გასანეიტრალებელი.“
,,ჩასაყენებელი რატომ მამაო? - მეთქი რომ ვკითხე , ასე მიპასუხა : ,,იმიტომ, რომ ზოგს გაყინული აქვს გული, გრძნობა არა აქვს საერთოდ, გაქვავებულიაო“-ო.
....,,თუ არ დევს შენში, ვერ გააკეთებ“-ო ალბათ ამიტომ იყო, რომ ყველას როდი მიანიშნებდა ან ყველა როდი აღასრულებდა ამა თუ იმ ქმედებას ... მახსენდება ასევე , მამა ნიკოლოზის სიტყვები :,, მერე ნახავენ, ელისაბედ, ნიკოლოზი უმძიმესებს რომ მიათრევდაო“-
/,,ბერი ნიკოლოზი“ - ელისაბედ ვეკუა/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев