ჩაქრა ალი და გრძნობის ცეცხლი აღარ გიზგიზებს,
ნაპერწკლებსაც კი დასტყობია ავად სიცივე,
ერთ დროს ნათელი, ჩამკვდარა და თავს არ იგიჟებს,
წარსულს ჩაბარდა, დაიკარგა განცდაც იგივე.
ამ გაყინულ გულს ახლა უკვე ვერვინ გაალღობს,
გრძნობის მასკარადს შეეწირა მთელი სიცოცხლე,
ისე დაინგრა, ალბათ მხოლოდ ღმერთი ააწყობს,
უიმისოდ კი, კვლავ შერჩება მწველი სიობლე.
უიმედობა შეეპარა თვალში ვარსკვლავებს,
დათმეს სიცელქე, შეეგუენ სევდის სისველეს,
ხშირად ამძიმებს ცრემლის წვეთი დარშიც წამწამებს,
რადგან ოცნებებს შეუჩერდათ ფრენის სიხელე.
ჩანავლულია ყველა გრძნობის ყველა სიგიჟე,
წარსულის სკივრში გადალაგდნენ თანდათანობით,
ვიცი, წლები რომ გადაფრინდა, ვეღარ ,,იგიჟებს"
და ვერც ვერაფერს დაააბრუნებს ხანდახანობით.
,,ეთო" სექტემბერი.2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1