Предыдущая публикация
დაე დროს ჰქონდეს მათი ჰანგები,
ზღვა რომ მთავაზობს ეიფორიას
შეშლილ ტალღებად შენ მიყვარდები.
გრძნობებს მოთქვამენ შემოქმედები
ვნებას იწვევენ ჩემში კალმები,
რომ მშორდებიან შენი ხელები
როგორც მელანი ისე ვმთავრდები.
მზის ამოსვლამდე მემარტოვები
მთვარეს აჩრდილად შეხამებული,
ფურცლებს სერავენ მეტაფორები
პოეტის ფიქრებს შეფარებული.
ვნების მარწუხებს გადაფენილი
მოკვდავთა შორის გამოყოფილი,
რეალობაში გადარჩენილი
დღიურებში მყავს გამოგონილი...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев