მე ქალი ვარ და გამოვყვები იმ გზას შენამდე,
გამყე მეგზურად, გამიფანტე დარდი მრავალი,
მოგდევ,მოგყვები,ტკივილიდან- გადარჩენამდე.
უფერულ დღეებს თუკი სული მსხვერპლად შევწირე,
იქნებ სხვა ფერით დამიხატო მკაცრი სამყარო,
გულში აიგე სამლოცველოდ ტაძარი მცირე,
რომ სული ჩემი,ნაავდრალი, შემოვაფარო.
შენ კაცი ხარ და ხელი უნდა გამომიწოდო,
თუ ნაზამთრალი,გადაღლილი სადმე დავეცი,
თუ თვალებს ცრემლი მოაწყდება, არ შემიცოდო,
თუკი ცრემლებით უმწეობა ჩემი გავეცი.
ცუდად მოვირგე თურმე როლი ძლიერი ქალის,
უნიჭო მზერას ვერც ნიღაბი ვეღარ მიფარავს,
შენსკენ მოვდივარ, ამედევნა მეგზურად ქარიც,
ვიცი,სუსხიან დღეებისგან შენ დამიფარავ.
ვიდრე სამყაროს სისასტიკე ბოლომდე შემშლის,
სიცხით გათანგულს შენი ჩრდილი გადამაფარე,
ან გამარიდე ამ მასკარადს, უგულოს,შეშლილს,
ან შენს მხრებს ჩუმი აჩრდილივით ამომაფარე.♥•••
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 13