მეც... გარეთ აცივდა, ხედავ?
გიყვარვარ?... არა?...მე კი...აი,შეხედე,ვბედავ!
მარტო ხარ?... იცი, მეც...
და ეს სიმარტოვე გვხიბლავს, თან გვაწამებს...
ღიმილი? არა,რა ღიმილი...ცრემლები ეძალება წამწამებს...
გათენდა?! აბა როდის?! ვერ ვამჩნევ...
თვალებში დაიბუდა ღამემ.
არ მეტყვი არაფერს?! ვერაფერს?!
კარგი, მე გეტყვი რამეს...
აცივდა...სიცივე გადაგდო ამინდმა...
გაწვიმდა...წვიმაში უღმერთოდ ვსველდები.
არ მინდა! ნუ გიკვირს! უშენოდ არ მინდა!
გეძახის გულიდან პირღია ფეთქვები.
აცივდა...და გულიც გაცივდა...
გულმა ჩაიყოლა ხელებზე თითები...
აღელდა, ფიქრები გახელდა,
გრძნობამ ააგორა ზღვისხელა ზვირთები.
არ ამბობ...არადა, გავა დრო...გავა და-
ადრე არა, მაგრამ გვიან კი მიხვდები:
სიცივეს,ოქტომბერს,ნოემბერს,დეკემბერს
შენ უნდა გაუთბო, პირიქით, თითები
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев