Предыдущая публикация
დღე დაიწყე სხვებით, არცერთით,
ზურგით ვდგავარ და
ქარი ფოთლებს წინ, წინ, მიათრევს,
ამ უამინდო შემოდგომით, ნუთუ გამცემდი,
თუ,
გამიმართლებს...
სიგარეტივით რომ ჩაიწვავ ტუჩზე, ნაკოცნებს,
და საფერფლიდან,
ვიდრე მთვარეც ოხვრით გადმოვა,
მაშინ, ფეხებზე დაიკიდე.. ის, რაც გაცოფებს,
ის,
ვინც არ მოვა...
ვის გაუგია,
ეს,
ეს,
ქროლვაც... /ჩადგეს, გაჩერდეს/,
ან და, ეს ღამე ცაზე ყვითელ ქარებს იჭრიდეს,
ახლა, პირიქით.. ისე მინდა, ისეე დაგჩემდე,
სუნთქვაც გიჭირდეს...
როი სოხუმელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев