Предыдущая публикация
როდესაც შეხვედრის დაგვიდგა მომენტი,
შენ, როგორც ზეციდან მოსული გოგონა
მე, როგორც უბრალო ცოტათი პოეტი,
იმ ღამეს დაჭრილი ამინდი ბორგავდა
ხეებზე შრიალით დახტოდნენ ქარები,
შენ შავი თვალების მფლობელი გოგონა
და მე კი მუდმივად დახრილი თვალები.
ძნელია, რომ სიტყვებს ჩაუდგე მეძებრად
ძნელია მთვარესაც დაუჭრა ვენები
დრო მხოლოდ პოეტის საათზე ჩერდება
და მხოლოდ შეძლებენ პოეტის ხელები,
რომ გიგრძნონ...სამყარო სხვა ფერად განახონ,
რომ ლექსით გითხრან და ლექსებით იცნობდე,
შეძლებენ, რომ ყველა სიზმარში გატარონ
ნურვის ნუ ეტყვი, ეს შენთვის იცოდე,
და თუ კი შენამდე როგორღაც მოვედი
ამ წარსუულს ვტოვებ და...
ეს ლექსი მომქონდა
მე, როგორც უბრალო ცოტათი პოეტი
შენ, როგორც ღმერთების ნახატი გოგონა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев