Предыдущая публикация
ვუწამლო სულებს, ავიტაცო მიწიდან ზემოთ,
ჩვენ შარბათიც კი გვეჩვენება შხამის გემოზე,
ჩვენ ტანჯულ სულებს, დაგვავიწყდა სიცოცხლის გემო...
შეგვმოსე ღმერთო უხილავი დამცავი გარსით,
რომ პურის ყანას არ მოედოს სასტიკი ხვართქლა,
ჩვენ ტანჯულ სულებს შემოგვაკლდა სიცოცხლის არსი,
ჩვენ ხომ ვოცნებობთ ეს სიცოცხლე გავლიოთ მართლად.
მომმადლე ღმერთო შთაგონება, უხვად მომმადლე,
სიტყვა სარწმუნო, სიტყვის ძალა მომმადლე სრული,
ლეშზე შესეულ ამაზრზენ და უსახურ მატლებს,
რომ ღირსეულად შევებრძოლო უხრწნელი სულით.
შემმოსე ღმერთო სუფთა ხორცით ბობოქარ სულზე,
სანამ დრო არის სანამ ასე ცოდვით დავბერდი,
რომ იყოს მუდამ ნათელი და რომ იყოს სულ მზე,
მომეცი ძალა შევებრძლოლო ვნებებს ავბედითს.
გიგა მუჭაური
10-10-2019
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5