დაიწყო! დაიწყო! მოვიდა!...
ვერაფრით ვივიწყებ წუთით ვერ...
გავიდა ერთურთის პოვნიდან,
სულ რაღაც, სულ რაღაც ხუთი თვე.
მოვედი, მე თქვენთან მოვედი,
მოგნახეთ, ადრეა თუ გვიან,
ვიგრძენი, ვიგრძენი სწორედ ის,
ის, რაც სულ ერთი-ორს უგრძვნია.
გავიგეთ, ბევრი რომ არ იგებს,
ვინ მეფე?! ვინ მონა?! ვინ ბრძენი?!
მე და თქვენ არ ვითვლით თარიღებს,
მე და თქვენ ერთურთი ვიგრძენით.
გეფერეთ, ფერება მინდოდა,
მიმიღეთ ისე ვით ღვთის ძღვენი,
ამ ჩემს გულს ვინც ძმობდა, ვინც დობდა,
გთხოვთ, ყველა თქვენებად იგრძენით.
ბედნიერ ტკივილით ვმღერი და
ეს გრძნობა მეტია სევდაზე,
იციდეთ, რომ ამიერიდან,
ვგიჟდები ჩემს ძმაზე, ჩემს დაზე!
შემინდეთ სიჩუმე იმ წელთა,
თაროდან ჩუმად რომ ჩამოვდგი,
ტკივილებს წლებია ვიწერ და
ვითმენ და ვითმენ და ამოვთქვი!
გიგა მუჭაური
01-03-2023
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1