იები ცრემლზე ამოსულია.
რამდენ სიცოცხლეს მოცელავს,ცელი..ქვეყნად,რამდენი მარტოსულია.რამდენი,ჩუმად დაღვრილი ცრემლი..
რამდენ ვერსათქმელს მალავს,თვალები.თვალები მუდამ,სულის სარკეა!რამდენჯერ მოსწყდა ცას ვარსკვლავები..ქვეყნად,ქვად ყოფნაც დიდი საქმეა!
რამდენ დაფარულს ინახავს გონი.ერთ საიდუმლოს ყველა ინახავს!დღეს,წმინდანები არ არის მგონი!სულ ბედნიერი ჯერ არ მინახავს!
სულის ანარეკლს აჩვენებს,სახე.,მუდამ ყოფილა,ანი და ჰოე.რამდენს გამოსცდის ცხოვრების სახრე.აღარ აშენებს კიდობანს ნოე.
რამდენ სიყვარულს ანელებს,ჟამი,მიწის ღმერთია ეს სიყვარული!რამდენს,ცოცხალსაც ედება ჟანგი.რამდენჯერ გვიწევს,ჯვრით სიარული.
რამდენჯერ ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ,ერთხელ!გული გონებას,რომ ჯაბნის,ვხვდებით და მაინც,უფალს ისევ,რომ შევხვდეთ,ერთხელ მოვდივართ და ერთხელ ვკვდებით.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев