აუ,რამდენი წელი გასულა!
შემომეპარა დრო,დროს მპარავი.ვერ მომიდრიკა ქედი წარსულმა!არ მძულებია მაინც,არავინ.
მარტობის თვეში,გაზაფხულისას,
მე მოვევლინე,ბედის ამარა.
ამიტომ ვყვები ალბათ გულის ხმას.ირაოსავით შევკარ კამარა.
რომ დავიბადე,მზეც იყო ალბათ.
ასე ჩახჩახა.ზეცა,კრიალა!
ჩავისუნთქავდი სიცოცხლეს,ხარბად.სადღაც,გრიგალმა გადაიარა..
აფეთქებოდა კვირტები ატამს,
თოვლივით თეთრი,იდგა ალუჩა.
იყო სურნელი,სულში რომ ატანს.
ცა,ისე ხარბად გადაალურჯა..
თავს ინაზებდა კორდებზე ია
და ყვითელ მუქ ფერს,ხატავდა შინდი.მივჩერებოდი სამყაროს,ღია თვალებით და ფრთას თანდათან ვშლიდი.
ვარსკვლავი იყო გადაკარგული,
უსასრულო და ზღაპრულ შორეთში.გულის კუნჭულში,მეც,სიყვარული ჩამიდო ღმერთმა ხელში რომ შევრჩი..
კიდეც იწვიმა.ჰო,იწანწკარა.
მარტი ჩემსავით ჭირვეულია!
ციდან ფიფქიც კი ჩამოიტანა.
სიცოცხლე,რომ არ მჭირდეს,რთულია!
მომავლის იმედს აწყობდა,აწმყო.აწმყო,რომელიც,იმედით მიდის.მთვარემ მუხებში სუფრა გააწყო და მუქ ღამესთან იწყებდა ჭიდილს.
ხელს აღარ ვუშვებ,მომავლის იმედს.გასავლელია,ბეწვის ბაგირი.კიდევ მოვასწრებ სიცოცხლეს იმდენს,ადამიანი მერქვას,ნამდვილი!
მას შემდეგ,წერტილ,წერტილ მოვდივარ და მყინვარწვერზე,ჯერ არ ავსულვარ!მეც,ხომ გული მაქვს?!ისე როდი ვარ?!აუ,რამდენი წელი გასულა.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев