როგორ მიყვარს,ეს თვალები!მაგ წამწამთა ჩერო.ჩემი არ ხარ,მაინც ვთვრები,მაგრამ მაინც გჩემობ..
როგორ მიყვარს,შენი სახე,
ვარდის შესადარი!
ვერსად ვპოვე,ვერსად ვნახე,გოგო შენი დარი!
როგორ მიყვარს,შენი ტანი,
ჩამოქნილი,ლერწმის!
ან,მაცოცხლე,ან,მომკალი!
გული ისე გეტრფის..
როგორ მიყვარს,რომ იღიმი!აუ,იცი როგორ?!
ვარდი ხარ და ბაღში გივლი,საოცნებო გოგოვ!
როგორ მიყვარს ეს ტუჩები,
მარწყვისფერი,ვნებით..
ჩემი სანატრელი რჩები,
მაგ ფაფუკი თმებით..
როგორ მიყვარს,რომ იცოდე,ეს ლამაზი სული!
სიყვარულის ცეცხლი მომდე,შენებრ ანთებული..
ქვეშ,ხალიჩა გაგიფინო,
უნდა,ფიანდაზად,
რომ რაიმე არ იტკინო,
რომ გაივლი,ნაზად..
შემიყვარდი!გული დნება..
მზეო,დამწვი სრულად..
ერთი ნახვით შეყვარება,
თურმე,შეძლებულა!
ჩემო მუზავ,გულში მყავხარ.დედამიწას ჰშვენობ!მუდამ გეტყვი,რომ მიყვარხარ!
ძლიერ,უსაშველოდ...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев