Предыдущая публикация
მინდა დავტკბე შენი სილამაზით
მინდა დავტკბე შენი სილამაზით,
შვება ვიგრძნო ამ შენს ლამაზ თვალთა,
-შენ ხარ ჩემი სიმდიდრე და განძი,
სალოცავი ამ მიწის და ცათა.
როცა გიცქერ ვღელავ როგორც ქარი,
გულში აღწევ ქალი ონავარი,
-შენს გამო ვარ დღეს გრძნობებით მთვრალი,
ახლოს მოდი მომაწოდე წყალი.
ოცნებების შენ ხარ პატარძალი,
შენც მიგულვე როგორც შენი ქმარი,
სიყვარულით შენს გამო დამწვარი,
სისხამ დილით შენთვის მინდვრის ცვარი.
21.01.2023.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев