მშვენიერების გაზაფხული ხარ
არ დაიჯერებ ჩემო მზის სხივო,
რომ არ დაღლილა ტრფობით ეს გული,
სულში შემომრჩი განძად და ხვითოთ,
ის სიყვარულის გახლავთ ერთგული.
მახსოვხარ კარგო წმინდა,სათუთი,
თბილი, როგორც მზე დილის ცისკარზე,
თვალები ღვთისგან ლოცვით ნაკურთხი,
რომელმაც ბინდი გააქრო ცაზე.
ჩემი გრძნობები დღესაც ცეცხლშია,
ის ვერ ჩააქრო დროის ურჩხულმა,
შენი ნაზი ხმა სტუმრად მეწვია,
დღეს უმასპინძლა მღელვარე გულმა.
მე სიგიჟემდე მიყვარდი კარგო,
ასევე ძლიერ მიყვარხარ დღესაც,
მოგონებები მამხნევბებს,მათრობს,
დღეს გაიგავებ კაშკაშა მზესთან.
სიყვარულისგან ბრძენად მაქციე,
ანგელოზური სიყმაწვილიდან,
ჩემი გრძნობები ააყვავილე,
მშვენიერების გაზაფხული ხარ.
ბოდიში კარგო სიმორცხვის გამო,
რომ ვერ გითხარი რა ცეცხლი მწვავდა,
მითხარ ძვირფასო დღეს რა გაამო,
როცა მზე ჩადის სიცოცხლის კართან.
გთხოვ მაპატიო მხოლოდ იმისთვის,
რომ ვერ გითხარი ტანჯვა ამ გულის,
რომ ვერ ვიომე ნათელ დღისათვის,
დღეს ამის გამო ვარ დახანჯლული.
გთხოვ მაპატიო მზის ელვარებავ,
ვერ შევქმენ შენთან ოჯახი,კერა,
ვერ მოგანიჭე ბედნიერება,
და არ გვიმრავლა შვილები ღმერთმა.
რომ ვერ გაკოცე ნაზ ბაგეებზე,
ვერ მოვეფერე შენს ლამაზ სხეულს,
რომ ვერ ვიცეკვე ქორწილში ცერზე,
მიტომ მოვგავარ გიჟს გადარეულს.
არა,არ ვიყავ მეტად თამამი
და ვერ ვიომე სიყვარულისთვის,
ცხოვრებამ მწარედ დამკრა მათრახი,
მზად არ აღმოვჩნდი სულის შვებისთვის.
ეს ყოველივე ვერა ვერ შევძელ,
მე შენში მხოლოდ ანგელოზს ვხედავ,
ვერ გამოვდექი ყოველის შემძლე,
და დღესაც ჩემი უცვლელი მზე ხარ.
ასე მგონია მე ჩემს გრძნობებთან,
მართალი ვიყავ,სუფთა და წმინდა,
მართალი დავრჩი ცოდვილ სოფელთან,
სხვა სიყვარული მართლაც არ მინდა.
01.10.2019.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев