ვუძღვნი გივი კოპალიანის ხსოვნას
ჩემი დემური
[ნამდვილი ამბავი]
შენ არ იცი რა ხდებოდა ჭუბერის უღელტეხილზე,როცა ომიდან გამოქცეულები გადმოვდიოდით!-მელაპარაკება სოხუმელი კაცი გივი კოპალიანი...
გივიმ უდიდესი ოჯახური ტკივილი გადაიტანა,ომის დაწყებამდის აფხაზეთში უფროსი შვილი დაკარგა,ომის შემდეგ მეუღლე ნათელა კოპალიანი,რომელიც
ჩემი ალგებრის მასწავლებელი იყო,კელასურის საშუალო სკოლაში,შემდეგ მეორე ბიჭიც გარდაიცვალა,რომელიც აფხაზეთში ომობდა,მისი ორმოცი არ იყო
გასული,რომ დემურის ოჯახობა ჩამოასვენეს ბულგარეთიდან,სადაც სამკურნალოდ იყო წასული...ომის შემდეგ პირველი შვილის ცოლშვილი უკრაინაში
წავიდა და ახლახან გაიგო ამბავი,რომ კარგად არიან და შვილიშვილები ჩამოსვლას აპირებენ.ცოტა სიხარულის ნიშანწყალი ჩაუდგა თვალებში ცხოვრებისაგან
გამწარებულ ადამიანს.
გივისთვის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთადაა გადაქცეული,მაგრამ უძლებს შვილისა და შვილიშვილების ხათრით,მათაც სჭირდებათ ბაბუას ხელი.
ერთხელ როცა დევნილები კამათობდნენ,-თუ ვინ დაბრუნდებოდა და ვინ არა.გივის ვკითხე:-შენ რას იზამთქო? მან მიპასუხა:
-მე ზემოთ გორაზე მივდივარო!
უცებ ვერ გავიგე პასუხი,და კითხვა ისევ გავუმეორე,-რომელ გორაზე მელაპარაკებითქო?
-იმ გორაზე სადაც ჩემი ცოლი,შვილი და რძალია დაკრძალულიო,- მიპასუხა!
ჩემს სიცოცხლეს რა ფასი აქვს,-განაგრძო საუბარი:-ბევრჯერ ვცადე თავის მოკვლა,მაგრამ ამ პტარა შვილიშვილებს,ეგებ რამეში გამოვადგეთქო
იმ იმედით ვცხოვრობ!გულდამწვარად ამოიხვნეშა, ისე ძლიერად სული და გული ამოაყოლაო გეგონებოდა...სასაფლაო მართლაც მისთვის ძვირფასი
ადგილია,რომელსაც რუდუნებით თავს დასტრიალებს და უვლის.სამი წელია რაც წვერი არ გაუპარსავს,რომელიღაც მეზობელს უთხოვნია,ცოდვა ხარ
და წვერი გაიპარსეო...გულმოსული იყო:-ეს როგორ მაკადრაო!წვერზე რომ მოვისობ ხელს ჩემი შვილები მახსენდებაო!
ისევ ჭუბერის უღევტეხილს დავუბრუნდები,მე ეს გზა გადმოვიარე სამანქანო გზით,მთის ბილიკით მინდოდა გადმოსვლა მაგრამ,ჩემმა თანამებრძოლებმა
უკან დამაბრუნეს,მითხრეს:-თოვლი და ყინვაა გზაზე,თან უამრავი ხალხი არი ს დაღუპულიო!-ვეუბნები გივის.
-გივიმ მითხრა მე და ჩემი შვილი დემური გადმოვედით ამ გზით,მოგიყვები თუ რა ხდებოდა იმ გზაზე,მაგრამ თუ არ გეჩქარება,იმასაც მოგიყვები
სოხუმიდან,როგორ წამოვედითო!
-არსად არ მეჩქარება,-ვუპასუხე!
-მაშინ მომისმინე და განაგრძო საუბარი:
-ოჯახი ისე დავტოვე,სახლიდან არაფერი არ წამომიღია.ცოლი,ჩემი გოგო რძალი და შვილიშვილები,უკრაინულ გემზე ავიყვანე,ამის მეტი გემი არც გამოსულა.
მე და ჩემს ბიჭს დემურისაც შეგვეძლო ასვლა გემზე,მაგრამ დემურიმ მითხრა:-მე სოხუმს და თანამებრძოლებს ვერ დავტოვებო! მეც შვილი არ მივატოვე,ან
როგორ მივატოვებდი...გემის გასვლის შემდეგ,რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები მიაცილებდნენ, რათა არ ჩაეძირათ,მე და დემური ცენტრალური შტაბისკენ
წავედით.შტაბში რომ მივედით დემურის უფროსი დაგვხვდა გენერალი იყო წოდებით,სახელი და გვარი არ მახსოვს.შტაბში ყველაფერი მიმონგრეული იყო,
იატაკზე ეყარა შინელები და ხელყუმბარები,-ორი შინელი და რამოდენიმე ხელყუმბარა ავიღე,ამ დროს შტაბის წინ ,,ბეტეერი’’გაჩერდა,ვიღაც ჯარისკაცი
ამოვიდა მაღლა და გახარებული გვიყვიროდა:
-დამხმარე ძალა მოვიდა,ორი ,,ბეტეერი’’ და ასოცდაათი ჯარისკაცი,ყარყარაშვილმა გადმოიყვანა ზღვის პირითო!...ამის ყვირილში ქალაქის მეორე
მხრიდან ორი დატვირთული მანქანა მოვიდა ჯარისკაცებით და ოფიცრებით,სოხუმი დაეცა მტრის ხელშიაო ყვიროდნენ!გაგვყიდეს,მტერი ჭიანჭველებივით
შემოესია ქალაქს.ქალაქიდა უნდა გავიდეთო!-ხმამაღლა ყვიროდნენ...დემურის მისმა უფროსმა დაუძახა:-მოდი დამეხმარე საბუთები უნდა დავწვათო!ცოტა
ხანში ორთავემ სეიფიდან საბუთების დასტა გადმოყარეს და ცეცხლი წაუკიდეს!როდესაც საქმეს მორჩნენ,გენერალმა უთხრა დემურის:-აგერაა ბეტეერი,შენ
და მამაშენი ამაში დაჯექით და კოდორის ხეობით თბილისში ჩახვალთო!მართლაც რამოდენიმე წუთში ორივენი ბეტეერზე ავედით.ბეტეერი სავსე იყო
ჯარისკაცებით,სადაც მძღოლს თავი მოუჩანდა,იქ ჩავეკვეხე.ასე ამოვედით სვანეთის ტუნელებამდე.იქ კი მასწავლებელ ჟორა მურღულიას ბიჭი თენგო
იდგა ორხიდიანი მანქანით და მის მანქანაზე გადავჯექით,ასე ამოვედით საკენში მჟავე წყლებთან,ის ღამე იქ გავათენეთ.დიდი ცეცხლი დავანთე,საჭმელიც
მქონდა ზურგჩანთაში,ოთხი შემწვარი დედალი,სულგუნები,პური და მარილი,წინასწარ მქონდა მომზადებული.კელასურში რომ სახლი მქონდა,ჩემმა იღბლად
იქ ვიყავი და იქ მოვამზადე...ბიჭებმა ბრიზენტი გააბეს,ჟორას ცოლმა კი პური მოცომა და გამოაცხო.ვივახშმეთ ყველამ ერთად.შემდეგ დავიძინეთ,
მაგრამ რა დამაძინებდა თვალს მოვატყვილე,კარგი ამინდი იყო,
ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი...ხომ იცი რა გაქანებული ქურდობა იყო,ჩემს თვლემაში ერთი ხელჩანთა მოგვპარეს,დილით ცოტა წავიხემსეთ და
მოვემზადეთ წამოსასვლელად.
-თუ შეიძლება დაწვრილებით მომიყევი იმ გზის შესახებ,რომლითაც გადმოდი?-ვთხოვე გივის.
-რა გზა,რის გზა განაგრძო განაგრძო საუბარი გივი:-საცალფეხო ბილიკი იყო თვალუწვდენელ კლდეებში,ხალხი ბაწარივით იყო ამ გზაზე გაბმული.
ხალხი საზაფხულო ტანსაცმელში და ფეხსაცმელში იყო ჩაცმული,მშიერები და ძალაგამოლეულები ძლივს მოლასლასებდნენ.მწყემსების კარვები,სოკოებივით
მოჩანდნენ.როგორც იქნა ჩავაღწიეთ კარავამდის,იქ სვანი კაცი დაგვხვდა უზარმაზარი ტანის,სვანური ქუდით.ეს კაცი მაღლა ცისკენ იყურებოდა და
გაგვაფრთხილა,რამოდენიმე წუთში თოვა და კოხი წამოვაო! და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა...მე კი გულში გავიფიქრე,ვიღაც შტერია გვაშაყირებსთქო
და არაფრად ჩავაგდე,მაგრამ არ გასულა ხუთი წუთი,რომ ჯერ ქარიშხალი ამოვარდა,შემდეგ ხოშკაკალა დააყარა კოჭებამდის,ხოლო შემდეგ თოვლიანი წვიმა
წამოვიდა,ახლოს მდგარ კარვებთან როგორც იქნა მივაღწიე,მაგრამ რად გინდა ისე იყო ხალხით გაჭედილი,შიგნით შეხვიდოდი კი არა ცხვირსაც ვერ
შეჰყოფდი.როგორც იქნა თენგომ დედამისი და ბავშვები შეიყვანა...იქ გაჩერება არ შეიძლებოდა,დემურის ვუთხარი წინ წავიდეთთქო და წამოვედით,მალე
თოვლმა მუხლებამდის დაყარა მწვერვალზე,მაგრამ ხალხი არ გაჩერებულა გზას მიაკვლევდა,რომ გადმოვითავდაღმართეთ სიარული შედარებით იოლი იყო.
ჩემმა წამოღებულმა შინელებმა გვიშველა,მან შეგვარჩინა სული თოვა დაწვიმა არ ატანდა.თოვამ უმატა,როგორც კი გამოეტევოდა ციდან,ისე თოვდა.ერთ
ადგილას ხალხი შეჯგუფდა,ვიღაც ქალი სიცივეს და შიშს აეტანა და კანკალებდა.შემეცოდა სიტყვიერად დავამშვიდე,ხელი მოვკიდე და წამოვიყვანე.ბევრი
კვდებოდა გზადაგზა,მაგრამ მათთვის ვის ეცალა,ხალხი მკვდარს ტოვებდა და გზას აგრძელებდა,სხვანაირად იქ არ შეიძლებოდა.მაშინ შენც გაიყინებოდი და
მოკვდებოდი,გარდაცვლილს მაინც ვერაფერს დაეხმარებოდი,ვერც წამოიყვანდი,ყოველ ადამიანს თავი ძლივსღა მოჰქონდა.ენით ვერ გადმოსცემ და ვერც აღწერ
ისეთი საწაულები ხდებოდა.ტყეს რომ ყუახლოვდებოდით დემურის წინ ვიღაც სამი ბიჭი შეხვდა,ყალთამანდობა დაუწყეს,მე უცებ ხელყუმბარა გავხსენი და
დავუყვირე:-სულ ფებზე მკიდია ყველაფერი,ჩემს თავსაც ავიფეთქებ და თქვენც მიგაყოლებთ!უცებ მოლბნენ,დახმარება შემოგვთავაზეს.რად მინდოდა ამ
მათხოვრების დახმარება,გზა გვიტიეს,როცა დაღამდა უკვე ტყეში ვიყავით ჩამოსული.იქ კი ყოველ ხის ძირსი ცეცხლი ენთო,თითი რომ შეგეყო იმის
ადგილიც არ იყო,ვერავის ცეცხლთან ვერ გაითბობდი.ერთ-ერთ ადგილზე მივედი სადაც ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და ცეცხლს ითბობდნენ, ვთხოვე
ავადმყოფი ქალისთვის მიეხედათ,უარი არ უთქვამთ,უპატრონეს.ეს ქალი ექიმი აღმოჩნდა სოხუმში,ბარათაშვილის საავადმყოფოში ნამუშევარა.სიცოცხლეს
გადავარჩინე,ჭუბერში ვნახე მადლობები მიხადა,ახლა არ ვიცი სადაა თორემ ვნახავდი.
-არ გავჩერებულვართ,მთელი ღამე ვიარეთ და დილის რიჟრაჟზე ჭუბერში ჩამოვედით,იქაც ყოველ კუთხეში ცეცხლი ენთო,იქაც ვერავის ცეცხლთან
გაითბობდი.ვინათხოვლე ნაჯახი, ხე წვრილად დავაპე და ისეთი ცეცხლი ავაბრიალე არავის რომ არ ჰქონდა.გავშრით, ტანსაცმელიც გავაშვრეთ მთელი
დღის ნაკოხარ-ნათოვარი...შემდეგ საჭმელზე დავიწყეთ ფიქრი,დემურიმ მითხრა,გავივლი ეგებ პური ვიშოვნოვო,სწორედ ამ დროს ჩემს თავზე
ვერტმფრენი გაჩერდა და პურების გადმოყრა დაიწყო,ყველამ სიმაღლეზე დაიწყეს ხტომა დასაჭერად,ვერ წარმოიდგენ,ყველაზე მაღლა ავხტი და მეორე
პური მე დავიჭირე და იღლიაში ამოვიდე,-რა ძალა ჰქონია კაცს ვერ განსაზღვრავ.ახლა დავიწყე,შეჭამანდის ძებნა,სადღაც ბრინჯის ქაშს ადუღებდნენ,
მაგრამ იმხელა რიგი იყო მზარეულს ძლივს მოვკარი თვალი,ჩავდექი და ავიღე.დემურიმაც ლობიო მოიტანა თან რვა კაცი მოჰყვა ამხანაგები,ეს პური
რვად გავჭერით და ყველამ ვჭამეთ.შემდეგ ცაგერში მიმავალ მანქანას გავყევი,ცაგერში რომ ჩამოვედი ჩემმა დამ ვერ მიცნო ისე ვიყავი გამხდარი.
-ნეტავ დემური მყავდეს ცოცხალი!სიმწრითბ ამოიხვნეშა მოხუცმა.
22.7.2008.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев