თბილისში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. მასში მონაწილეობა 197 ძაღლმა მიიღო. საქართველოს გარდა, გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი 100-ზე მეტი ძაღლი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს კინოლოგიური ფედერაციაა.
"გამოფენაში მონაწილეობისთვის უნდა იყოს აუცილებლად ჯიშიანი ძაღლი და უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი მოწმობა, ეს კი არის საგვარეულო ნუსხა. მხოლოდ ამ მოწმობის წარდგენის შემდეგ აძლევენ მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მიღების უფლებას. ყველა აქ მოსული სტუმარი იბრძვის ტიტულის მოსაპოვებლად და ჩვენდა სამწუხაროდ, უმეტესად სწორედ სტუმრები იგებენ",- განაცხადა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.
დღევანდელ გამოფენაზე სულ 62 ჯიშის ძაღლი იყო წარმოდგენილი. თითოეულ ჯიშს კი ერთი გამარჯვებული ეყოლება. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ძაღლები ჩამოიყვანეს როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და კორეიდან. იყვნენ ისეთი ჯიშის ძაღლებიც, რომელიც საქართველოში არ ყოფილა.
დღეს ტიტულის მოსაპოვებლად მოვიდა საკუთარ ძაღლთან ერთად თათული ქათამაძეც. სამოედურ ლაიკას, რომელიც თეთრი ფერისაა და შესანიშნავად გამოიყურება, გამარჯვების იმედი აქვს. თათულის თქმით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველ წელს იღებენ.
"ძალიან მიხარია ესეთი ღონისძიებები, მინდა, რომ მონაწილეობა სულ მივიღოთ და ბევრი თასი
მოვაგროვოთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვიტყვი, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს და იმედია, ხელცარიელები არ წავალთ. ჩემს ლაიკას სხვადასხვა სიგელი აქვს აღებული, ასევე სამი თასი და რაც მთავარია, საქართველოს ჩემპიონიცაა",- განაცხადა თათული ქათამაძემ.
ცხოველებს და პატრონს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ისინი მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ყველაზე ერთგულ და საუკეთესო მეგობარს. ამხნევებდნენ და ერთად იბრძოდნენ წარმატებისთვის.
ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას ბევრი ჯიშიანი ძაღლი იღებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2