ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "გამომხსნელი" (ბერძ.Ελευθερώτρια) (+1889)
17 (30) ოქტომბერი
ხატი XVII საუკუნისაა. გარდამოცემით, ამ ხატს XVIII-XIX საუკუნეებში გულმოდგინედ მალავდა თავისთან ათონელი მოსაგრე კონსტანტინე თეოდულოსი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით დაუტოვა ბერძენ ბერდიდ მარტინიანეს, რომელიც ათონზე 1821 წელს მოვიდა. მან პანტელეიმონის მონასტერში ოცი წელი იცხოვრა. ერთხელაც მარტინიანე გულის ძახილით და წინამძღვრის ნებართვით საქადაგებლად გაემართა ბერძნულ ქალაქებსა და სოფლებში, თან ღვთისმშობლის ეს ხატი წააბრძანა. 1841 წელს ამ ხატის წინაშე ლოცვის მერე სოფელი მავრონია გამოიხსნა კალიების შემოსევისგან, რომლებიც უკვე მერამდენე წელი თავს ესხმოდნენ ნათესებს, და ხალხი შიმშილობდა მოუსავლიანობის გამო. ამის გარდა ერთი მომაკვდავი ყრმაც განიკურნა, როცა დედამისმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ილოცა. მარტინიანე მავრონიაში დაახლოებით ორი წელი ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა უამრავი სხვადასხვა დაავადებებით სნეული განკურნა, ვინც ღვთისმშობელს რწმენით მიმართა.
ათონზე მშობლიურ მონასტერში დაბრუნებული მარტინიანე 1884 წელს გარდაიცვალა, ხოლო ხატი მონასტერს დაუტოვა, რომელმაც მრავალი მომლოცველი მოიზიდა მონასტერში. ასე 1889 წლამდე. მას მერე, რაც პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვარმა ძმების საერთო თანხმობით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ახალი ათონის მონასტრის მამებს გაუგზავნეს. ღვთისმშობლის ეს ხატი დღემდე ამ მონასტერშია დაცული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев