ეს ჩემი საყვარელი ტორტის რეცეპტია..
ინგრედიენტები.:
10 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1.5 ჭიქა შაქართან ერთად...დაუმატოთ 200 გრამი გამდნარი კარაქი...1.5.ჭიქა მაწონი...1.5.ჩაის კოვზი სოდა ძმრით და ვანილით....2 სადილის კოვზი თაფლი..3.5 ჭიქა ფქვილი....
1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი...ცომი შევდგათ მაცივარში 1 საათით ....შემდეგ გამოვაცხოთ 2 ფენა ცხიმმოსმულ კალკადაფენილ ჟარუნაზე..
ბეზე-10 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და ავაქაფოთ კარგად..დაუმატოთ ცოტა ლიმონმჟავა და ცოტცოტაობით 2 ჭიქა შაქარი..გავაკეთოთ მყარი
ბეზე..ბოლოს ვანილი და 1 ჭიქა ქიშმიში...გამოვაცხოთ ცხიმმოსმულ კალკაზე...ძალიან დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში...
კრემი-1 მოხარშული ''სგუშონკა'' შევურიოთ კარგად ათქვეფილ 300 გრ.
კარაქში.. დაუმატოთ 2 ს.კ უნალექო ყავა და ვანილი...მე ყველანაირ ცოცხალ კრემს ვამატებ ცოტა ლიქიორს ან კონიაკს..
ნამცხვარს პირველ ბისკვიტზე და შემდეგ დაფენილ ბეზეზე ვუსმევ
კრემს..თავზე ეფარება მეორე ბისკვიტი, რომელზეც მოვასხავთ შოკოლადის მინანქარს..წესით ასეთია მისი რეცეპტი...მე თავზეც კრემი წაუსვი და შემოვალაგე ბეზესგან გამომცხვარი სოკოები...თავზე კი მოვაწუწე მინანქარი...გემრიელად მიირთვით...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 26