Предыдущая публикация
ამ დროს სუნთქავ, დადიხარ, ზოგჯერ იღიმი კიდეც.
ფიზიკურად არ გეტყობა ( არ იმჩნევ), მაგრამ მკვდარი ხარ. სულმა დაგტოვა თითქმის და ახლა შენი ყველა ქმედება ინერციით ხდება, რობოტივით.
ძალიან იღლები ასეთი სიცარიელით...
არ იცი რა უნდა ქნა, რაუყო იმ კითხვებს რომლებიც პასუხგაუცემელი დაგრჩა და შიგნიდან გჭამს...
,,. ..მაგრამ ღმერთი არ გაწირავს,კაცსა შენგან განაწირსა..." - გახსენდება ფრაზა ოდესღაც ნასწავლი პოემიდან.
უფლის წყალობით იმედის მომცემად გინათდება გონება და ჩურჩულებ შენთვის:
,, ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
ნეტარ იყვნენ მშვიდნი..."
და ახლიდან დაბადებას ცდილობ...
ლუკასიო °
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев