მაშინ გამოჩნდა მიწაზე „სასუფეველი ღვთისა, მომავალი ძალითა". (მარკ. 9,1) ანუ ქრისტეს ეკლესია. აი, ამიტომ სამართლიანად უწოდებენ სულთმოფენობას „ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღეს". ამ უდიდეს მოვლენაში მონაწილეობდა წმინდა სამება. „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანის ვსცემთ, რამეთუ მან გვაცხოვნა ჩვენ"- სიხარულით გალობს ამ დღეს მოზეიმე წმინდა ეკლესია. გვიხსნის ამ მოვლენის ღრმა და დიდ მნიშვნელობას. მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის წყალობით „ვიხილეთ ნათელი ჭეშმარიტი", „ვპოვეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი" და თაყვანის ვსცემთ წმინდა სამებას, რადგან მამაც, ძეც სულიწმიდაც არსებით მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი გადარჩენის საქმეში, ცოდვის წყევისა და სიკვდილისაგან, ეშმაკის მეუფების, ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლისგან დაცვაში. ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია, რომელმაც მამა ღმერთის სათნოყოფით მიიღო სულიწმიდის ნიჭი, გახდა არამარტო ამ მადლის საგანძურის მწყალობელი, ყველასთვის, ვინც იწამა ქრისტე, როგორც ძე ღვთისა და დაივანა ეკლესიის წიაღში. არა ადამიანების მიერ შექმნილში, არამედ თავად უფლის დაარსებულში და არა ადამიანთა, არამედ მხოლოდ ერთადერთი, ცხოველსმყოფელი ღმერთის მსახურებისათვის. ჭეშმარიტი ეკლესია არის ერთიანი, წმიდა, სამოციქულო, ქრისტეს ღვთაებრივი სწავლების შეუცვლელად შემნახველი. ყოველგვარი ადამიანური შესწორებებისა და გამოგონებებისგან თავისუფალი, მართლმადიდებლური ე.ი. ღმერთის სწორად მადიდებებლი. როგორც თავად უფალმა გვასწავლა და გვიბოძა მცნება შეურყვნელად შეგვენახა მისი სწავლება, ამისთვის მოგვცა აღთქმა, რომ იქნება ჩვენთან უკუნითი უკუნისამდე. „თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 28, 20), ჩვენ გვწამს და ვიცით, რადგან ვრჩებით სახარებისეული რწმენისა და კეთილმსახურების შეურყვნელი სწავლების ერთგულები და ვცხოვრობთ ამ რწმენის მიხედვით. უფალი იესუ ქრისტე ნამდვილად უხილავად იმყოფება ჩვენთან და იცავს ეკლესიას „ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა. ამა სოფლის ყველა ძნელი გამოცდისა და მწუხარებების მიუხედავად, როგორც თავად გვაფრთხილებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს", მაგრამ იქვე ნუგეშს გვცემს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე 16, 33). უფალმა ბრძანა: „დავამტკიცო ეკლესია ჩემი" და არა „ეკლესიები" მრავლობით რიცხვში, შესაბამისად მან მხოლოდ ერთი ეკლესია შექმნა, რომელიც მისგან წარმოსდგება და არა ადამიანებისაგან. ეს ეკლესია ერთია და ერთადერთი და სახელდობრ მისთვისაა დადებული უდიდესი აღთქმა, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას". ქრისტეს არ შეუქმნია დღეს დედამიწაზე არსებული „ეკლესიების" მრავალსახეობა, ლათინურ-რომეული კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი მისი ურიცხვი განშტოებებით: ლუთერანობით, კალვინიზმით, რეფორმატორიზმით, ანგლიკანიზმით, პრესვეტერიანობით, ბაბტიზმით, ადვენტიზმით და ა.შ ყველაფერი ეს ადამიანების შექმნილია. ამასთან არც თუ ისე იშვიათად ბოლო დროში, დაწყებული მე-16 საუკუნიდან. ქრისტემ ერთი ეკლესია შექმნა-მართლმადიდებლური და სურდა რომ, ადამიანები ერთსულოვნად და აზრთა სრული თანხმობით ყოფილიყვნენ ერთ ეკლესიაში, როგორც თავად ევედრებოდა მამა ღმერთს წმიდა ლოცვაში: „რათა ყოველნი ერთ-იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რათა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყუენ"(იოანე 17, 21). სადაც არ არის ერთსულოვნება და აზრთა სრული თანხმობა იქ არ შეიძლება იყოს ერთობა - არ შეიძლება იყოს ერთი ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესია. ამაში დავრწმუნდებით წმ. წერილისა და სამოციქულოს კითხვისას: „რათა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქუნდეს, ერთ-სულ და ერთ-ზრახუა იყუებით"(ფილიპ. 2, 2). გრძნობდა უფალი, რომ ქრისტიანებს შორის იქნებოდა „აზრთა სხვადასხვაობა" „წუალებაცა ყოფად არიან თქვენს შორის" (1 კორ. 11, 19). იგი არსად არ იწონებს ამას, არამედ პირიქით - მკაცრად გმობს და კიცხავს. „ეკრძალებოდათ მათგან, რომელნი იგი წუალებასა და საცდურსა იქმან, გარეშე მის მოძღვრებისა, რომელი თქვენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან რამეთუ ეგე ვითარნი იგი უფალსა ჩვენს იესო ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა, და ტკბილად მეტყველებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი" (რომაელთა 16. 17-18). წმ. პავლე მოციქული პირდაპირ და მტკიცედ ამბობს: „დაღაცათუ ჩვენ, გინათუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქვენ, შეჩვენებულ იყავნ"(გალ. 1, 9). ქრისტიანებს შორის რომელ „აზრთა სხვადასხვაობა" და „უთანხმოებაზეა" საუბარი, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან? ჩვენ, ყველასთვის „ერთ-არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს, და ყოველთა მიერ, და ჩვენ ყოველთა შორის"(ეფეს. 4 5-6). ამიტომ, უნდა ვისწრაფოდ „დამარხვად ერთობასა მას სულისასა სარკველითა მით მშვიდობისათა. ერთ-ხორც და ერთ-სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქვენისასა" (ეფეს 4 3-4). ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ იესო ქრისტეს კი არა საკუთარ ვნებებსა და სურვილებს დამორჩილებოდნენ - შეიტანეს უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა ქრისტიანებს შორის და ამით განაპეს ქრისტეს ეკლესიის უკერველი კვართი, შეიტანეს მასში ურიცხვი შესწორება, შექმნეს საკუთარი ორგანიზაციები, რომლებსაც არაკანონიერად უწოდეს ეკლესია. ეგრეთწოდებული ეკუმენიზმის იდეა შეიძლება დასაწყისში თავისთავად კეთილი იყო, როგორც დაკარგულ ერთიანობაში ყველა ქრისტიანის დაბრუნების ცდა, მაგრამ შემდგომში ეს იდეა დაგმობილ იქნა, რადგან „ეკუმენისტებმა" ჭეშმარიტების ძიება ქრისტეს ეკლესიის გარეთ დაიწყეს. დაისახეს ბოროტი მიზანი - შეექმნათ რაღაც ახალი, მათი საკუთარი „ეკლესია", რომელიც გარედან ხელოვნურად გააერთიანებდა ყველას ერთმანეთთან, თითოეულს თავის ცთომილებითა და ქრისტეს ჭეშმარიტებიდან განდგომით. ამით მათ თავად უფალ იესო ქრისტეს დასწამეს ცილი, თითქოს მან დიდებული აღთქმა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ" არ შეასრულა.ეკუმენისტებს „ახალი ეკლესიის" შექმნის პრეტენზია აქვთ. აქედან ლოგიკურია დასკვნა, რომ ქრისტეს ეკლესიას მოერია „ბჭენი ჯოჯოხეთისანი", ამიტომაც საჭიროა ახალი „ეკლესიის" შექმნა. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც გვჯერა ქრისტესი და დარწმუნებული ვართ მისი მცნებების უცვლელობაში, სრულიად ნათელია, რომ ეკუმენისტების მიერ შექმნილი ეს „ეკლესია" ანტიქრისტეს ცრუ ეკლესიაა, რადგან ისინი უპირისპირებენ მას ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას, რომელიც არსებობს და იარსებებს უკუნითი უკუნისამდე. ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია, რომელსაც ასე გააფთრებით ესხმიან თავს დღეს და სურთ მისი განადგურება ანტიქრისტეს მსახურებს, რომლებიც ამზადებენ მის გამეფებას ამ სამყაროში. ანტიქრისტეს მსახურები აწმყოში ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად აწარმოებენ არა მარტო გარედან, არამედ შიგნითაც, რყვნიან და ყველა საშუალებით გადაჰყავთ მის მხარეზე მღვდელმსახურები, განსაკუთრებით იერარქიები, ყველაზე მაღალი ხარისხებისაც, რომლებიც, როგორც წინასწარმეტყველებდა წმ. პავლე მოციქული „იტყოდნენ გულარძნილსა" (საქმე მოც. 20. 30) და ჭეშმარიტ სარწმუნოებას განდგომილნი უარყოფენ თავად არსს და უშიშრად, მიზანმიმართულად ემსახურებიან წრისტეს მტრებს, ჭეშმარიტი რწმენისა და ეკლესიის საზიანოდ. აი რატომ ვდგავართ ასეთი საშინელი ფაქტის წინაშე, ყველაფერი რასაც ჭეშმარიტ ეკლესიას არქმევენ, სინამდვილეში მზაკვრული სიყალბეა, აფიშირება, გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანები ცდომილებაში რომ შეიყვანონ, რომლებსაც ვერ ძალუძთ გაერკვნენ თანამედროვე ადამიანების ცბიერებაში! რა ნიშანთვისებით შეგვიძლია გავარჩიოთ ჭეშმარიტი ეკლესია ჩვენს დროში ასე მომრავლებული ცრუ ეკლესიებისაგან? სულიწმინდა, რომელიც გარდამოვიდა მოციქულებზე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს: არის უპირველეს ყოვლისა „სული ჭეშმარიტებისა" და მიენიჭა უფლის მოწაფეებს რათა „გიძღოდეს თქვენ ჭეშმარიტებასა ყოველსა"(იოანე 16, 13) ამიტომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, სულიწმიდის მომნიჭებელი, არის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ინახავს, აღიარებს და ქადაგებს ჭეშმარიტებას. იქ კი, სადაც ჭეშმარიტების ნაცვლად აღიარებულია სიცრუე, დოგმატურ თუ მორალურ სწავლებაში ან სადაც ზეიმობს ზოგადად ტყუილი, იქ რა თქმა უნდა არ არის ჭეშმარიტი ეკლესია, იქ არ არის არც ადამიანების გადამრჩენელი ღვთის მადლი, არამედ მხოლოდ გარეგნული მოჩვენებებითობაა. მადლს განშორებული ცრუ-ეკლესიების გამოჩენას წინასწარმეტყველებდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის უდიდესი მოღვაწე, მეცნიერი, ღვთისმეტყველი, სულიერი მოძღვარი და მწერალი წმ. თეოფანე დაყუდებული, როცა წერდა: „მაშინ, თუმცა ქრისტიანობის გარეგნული ნიშანი იქნება ყველგან, იქნება ტაძრები და ღვთისმსახურება, მაგრამ ყველაფერი ეს-მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან შიგნით ჭეშმარიტი განდგომაა". სამწუხაროდ, ქრისტეს ეკლესიისგან განდგომილთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და არა მარტო „სხვებთან", არამედ მართლმადიდებლობაშიც, რომლისგანაც მხოლოდ სახელწოდებაღა რჩება. „რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის". დაე, გვიწოდონ რაც უნდათ, თუნდაც, სექტანტები ან დაგვადანაშაულონ განხეთქილებაში. ამან არ უნდა შეგვაცბუნოს, რადგანაც ჩვენ გვინდა ბოლომდე შევინარჩუნოთ ქრისტეს ერთგულება და გვსურს მის მიერ დაარსებულ ჭეშმარიტ ეკლესიას ვეკუთვნოდეთ. მხოლოდ მასში შეგვიძლია მივიღოთ ღვთის მადლი და მისით ვცხონდეთ. მზაკვრული გამოგონება, ცრუ-ეკლესიები ანუ ეკუმენისტური გაერთიანებები, ჩვენთვის მხოლოდ მადლს განშორებული კრებულია, რომელსაც, ჩვენ, ჩვენი ქრისტიანული სინდისის გამო არ შეიძლება და არ გვსურს ვეკუთვნოდეთ. ხოლო ჭეშმარიტი ეკლესია, რომელმაც არ უღალატა ქრისტეს, ეშმაკის სიცრუეს არ ეზიარება, ჭეშმარიტების მქადაგებელი და აღმსარებელი, უძლეველი ბჭეთაგან ჯოჯოხეთისა, იარსებებს უკუნითი უკუნისამდე. თუნდაც მეორედ მოსვლის ჟამს მისი სამწყსო არ იქნება მრავალრიცხოვანი, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თვით ქრისტემ რწმენის ბოლომდე შემნახველ მრევლს უწოდა „მცირე სამწყსო" და თქვა, რომ როცა კვლავ მოვა „ჰპოვოსმეა სარწმუნოებით ქვეყანასა ზედა?" (ლუკა 18,8). აქედან ჩანს, რომ „უმრავლესობა" არაა მთავარი, მთავარია ჭეშმარიტების შენახვა, ხოლო ვინც უმრავლესობას გაეკიდება, ადვილად შეიძლება დაკარგოს ჭეშმარიტება და უმრავლესობასთან ერთად განუდგეს მას. ნუთუ, მისთვის ვინც სულ ცოტა მაინც იცის წმიდა ეკლესიის სწავლება, ყოველივე ეს ნათელი არაა? ძნელი დასაჯერებელია! ვისთვისაც ეს ყველაფერი გაუგებარია, ის, ეტყობა ქრისტესგან განდგომის პროცესში შეგნებულად მონაწილეობს და აქვს დავალება სხვებიც ჩაითრიოს ამ მორევში. ასეთი ადამიანები საშიშნი არიან, ამიტომ ყოველმხრივ მორიდებაა საჭირო და მათთან არ უნდა ვიქონიოთ საერთო, რადგანაც ის, ვისაც აქვს განდგომილებთან ურთიერთობა, წმ. წერილის თანახმად, „ეზიარების საქმეთა ბოროტთა" (2 იოანე 9-11) „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев