Предыдущая публикация
როცა გტოვებენ,-გაგირბიან, კი არ მიდიან,
გტოვებენ მაშინ, როცა იწევ ჯერ საალერსოდ,
იღიმი, როცა ორივ თვალი ცრემლით აგევსო.
როცა მიდიხარ და ბილიკიც არ ჩანს არსაით,
მიდიხარ, თუმცა დაგილეწეს ყველა სახსარი,
როცა მუდარას მეგობარი ყურად არ იღებს,
გადაივიწყებს შენთან ერთად ყოფნის თარიღებს,
როცა არავინ აღარ მოგწმენდს ცრემლის ღვარცოფებს,
როდესაც შენთან დაბრუნების ფიქრიც აცოფებთ,
როცა გტოვებენ, ქარაფებზე უნდა იცოცო,
უნდა ადგე და სწორედ მაშინ უნდა იცოცხლო !!!!
თეა ხასაია
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5