Предыдущая публикация
ეძღვნება ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის ანუ მეტსახელად სმაილას ხსოვნას!
მავანნი სამშობლოს ყიდიან
ღმერთო,უმწეობა მაგიჟებს,
ლომის ბოკვერები მიდიან,
გენი გვეხოცება საჯიშე..
მავანი ჯიბეებს ისქელებს,
სამშობლოს ყიდიან გროშებად,
დედაო ღვთისაო,გვიშველე,
სანამ საქართველო მორჩება..
ღმერთო,რა ამაოდ ვირჯები,
ბიჭო,სად მიდიხარ?ალალო?!-
სხვის ომში მიდიან ბიჭები,
ნაცვლად ქართველობა ამრავლონ!
ღმერთო! სატკივარი დიდია,
სმაილას ღიმილი მაგიჟებს,..
მიდიან,-სხვის ომში მიდიან
ღიმილის ბიჭები საჯიშე!
/თეა ხასაია/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 11