სამხრეთ ოსეთის მთებში უხუცესთა საბჭო შეიკრიბა, ერთადერთი საკითხის განსახილველად. მომხსენებელმა მოახსენა დამსწრე პატივცემულ საზოგადოებას, რომ თბილისში 2025 წლის 19 თებერვლის მიტინგზე პოლიციას დაუპატიმრებია ვინმე ირონ ლაბუ ჯიოშვილი და მოითხოვა ამ საკითხის შინაარსის ავკარგიანობის გარკვევა. უხუცესთა საბჭომ იმსჯელა ამის შესახენ და დაადგინა, რომ თბილისში საქმის გასარკვევად გაგზავნის მახვილი გონების მქონე ალან ჯიოევს. ოსმა მანდილოსნებმა გამოუცხეს ალან ჯიოევს სამი ხაჭაპური (ახალი ჭყინტი ყველით დამზადებული ხაბიჟენა), შეუბრაწეს ქათამი, მისცეს ერთი ლიტრა ხორბლის კაშკაშა არაყი და გამოისტუმრეს მივლინებაში. ალანმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ცხრა მთა გადაიარა, და დარიალის ხეობიდან როგორც იქნა ჩამოაღწია თბილისს. თბილისში მას პატრული შეხვდა და აუხსნა, რომ მისი ნათესავი ჯიოშვილი “მუხიანის” პოლიციის განყოფილებაში ყავდათ დაპატიმრებული. ალან ჯიოევმა მოძებნა “მუხიანის” პოლიციის განყოფილება, შევიდა პოლიციის უფროსის კაბინეტში, მიართვა მას მთებიდან ჩამოტანილი ნატურალური ძღვენი და შეეკითხა: “რის გამო გყავთ დაპატიმრებული ჩემი ნათესავი ჯიოშვილი?”. პოლიციის უფროსმა სიამოვნებით გადაკრა სახლში დამზადებული ხორბლის არაყი, გატეხა ერბოთი გაჟღენთილი ხაბიჟენა, რომლის ახალი ყველი ჟუაჩკის მზგავსად იწელებოდა, და უპასუხა: “შენი ნათესავი იმის გამოა დაპატიმრებული, რომ პრეზერვატივის გამოყენების პროპაგანდას ეწეოდაო”. ალან ჯიოევს გაუკვირდა, რადგან ცხონვალის იურიდიული ინსტიტუტის კურს დამთავრებული იყო და იცოდა, რომ ასეთი მუხლი არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსში. ამიტომ კვლავ დაუსვა შეკითხვა მთავარ პოლიციელს: “რაში გამოიხატებოდა მისი პროპაგანდა?” პოლიციელმა უთხრა: ხელში ტრანსპორანტი ეკავა, ხოლო ზედ კი ეწერა “დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის სარგებლობაზე”. ალან ჯიოევს უფრო მეტად გაუკვირდა: “შე კაი კაცო, პრეზერვატივის სარგებლობაზე მთელი მსოფლიოა შეთანხმებული და რაღა მუხიანის პოლიციას მიაჩნია პრეზერვატივი მავნებლურ საგნად? თქვენ, რა, რამდენი წელიც ხართ ქორწინებაში იმდენ შვილს აჩენთ?”, - კითხა პოლიციელს ალანმა. “არა, რა თქმა უნდა, - უპასუხა პოლიციელმა, უბრალოდ პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ გვითხრა, რომ დაგვეპატიმრებინა ამის გამო”. ალან ჯიოევს გაკვირვება არ მონელებია და წამოიძახა: “ვერ გავიგე მამუკა მდინარაძე გაუნათლებელი შინაგან საქმეთა მინისტრია თუ მან იმიტომ დააპატიმრებინა ჯიოშვილი, რომ პრეზერვატივი არ გამოეყენებინა ჩემს ნათესავს? ნუთუ მის სიძობას აპირებდა ჯიოშვილი?”. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვინ ანდობს მდინარაძეს, ხოლო რაც შეეხება მის სიძობას, სიმართლეს გეტყვი, არ ვიცი, - უპასუხა პოლიციელმა, - მაგრამ ის კი ვიცი, რომ მალე გაანთავისუფლებენ ჯიოშვილს, რადგან საქართველოში აზრის გამოხატვის გამო ადამიანის დაპატიმრება კონსტიტუციით არის აკრძალული. მოისმინა რა ალან ჯიოევმა ეს დამაწყნარებელი პასუხი, ადგა, დაემშვიდობა პოლიციელს და დაბრუნდა სამხრეთ ოსეთის მთებში. კვლევ შეიკრიბა უხუცესთა საბჭო ალან ჯიოევის მოხსენების მოსმენისთვის. ავინა ალან ჯიოევი მუხის მოჭრილ ჯირკვზე, ხელები გაკვირვებით გაშალა, და მოახსენა დამსწრე პატივცემულ საზოგადოებას: “ხალხნო, თურმე მრავალი საუკუნოვანი კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებამ თბილისის ხელისუფლებას გვერდი აუარა. ამის გამო გამოუცხადა ომი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს საქართველოს ხელისუფლებამ, ხოლო, რადგან ვინმე პარლამენტარს, მამუკა მდინარაძეს, ჩვენი ჯიოშვილი სიძედ ნდომებია მას მისი დაპატიმრების ბრძანება გაუცია, რომ პრეზერვატივის გამოყენება აეკრძალად მისთვის. თუმცა თბილისელმა პოლიციელმა მითხრა რომ არც აზრის გამოხატვის გამო და არც პრეზერვატივის გამოყენების გამო თბილისში პატიმრობა არაა დაკანონებული, ამიტომ ჯიოშვილს გავანთავისუფლებთო.”. რაღა თქმა უნდა, რომ მოხსენებულმა ამბავმა გააკვირვა უხუცესთა საბჭო, მაგრამ ვინაიდან საკითხი ჯიოევის გვარის გამრავლებას ეხებოდა მოიწონა ასეთი დანათესაობა....
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев