შეიძლება გამოსვლაც საჭიროა მაგრამ პირველიგში ჩვენ უნდა მოვერიდოთ ცოდვას, ჯერ მრევლი და მერე საერთოდ მთელი ერი, სინანულით განვიწმინდოთ და მოვექცეთ ღვთისკენ. შენ როდესაც მრუში ხარ და აგინებ მამათმავალს, შეწირავს კი ასეთ სიმართლეს ღმერთი?
ევროპაშიც ბევრი იყვირეს ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დააკანონეს, რატომ? იმიტომ რომ ვინც ყვიროდა ისინიც არიან იგივე ცოდვაში, უფალს კი არ უყვარს ასეთი სიმართლე.
შენ როდესაც გეუბნევიან რომ მე მივიღებ ასეთ კანონებს, რყვნის შენს შვილს, შენ კიდევ ისევ მას ირჩევ, მასთან ერთად ჭამ პურს, მასთან ერთად ხარობ, რით განსხვავდები მისგან?
რომელ პროპაგანდაზეა საუბარი, იმასაც კი გვიკრძალავენ, რომ ცოდვაზე ვთქვათ, რომ არის ცოდვა, მაგრამ ეკლესია მაინც ყოველთვის იტყვის სიმართლეს, ყველა სასულიერო პირი იქადაგებს ამაზე(გარდა ლიბერალურად მოაზროვნე სასულიერო პირებისა, რომელნიც მუდა თავის ე.წ განათლებას გვაყვედრიან)
უფალი ეუბნევა მოციქულებს: თქვენ ხართ მარილნი ამა სოფლისაო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველრიგში სასულიერო პირმა უნდა იქადაგოს სიმართლე.
რატომ არ კითხულობს თანამედროვე ადამიანი სახარებას, მამათა ცხოვრებას? ის რომ წაიკითხოს მიხვდება, რომ ისე არ არის როგორც მას უნდა, ისე არ ცხოვრობს როგორც უფალი ავალებს და მონახა მარტივი გამოსავალი, საერთოდ არ წაიკითხოს, და ამით დაიმშვიდოს სინდისი. მაგრამ ასეთ ადამიანებს უფალი ორმაგად მოსთხოვს.
ასე, რომ პირველრიგში მრევლმა შევინანოთ და როდესაც უფალი ნახავს ჩვენს ჭეშმარიტ სინანულს, ელგებეტე კი არა მთელი მსოფლიო ვერაფერს დაგვაკლებს.
მამა ვახტანგ ნიკოლაიშვილი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев