მაგრამ რაღატომღაც განზე გამირბიხარ,
მე ვარ მსახიობი სულის კარნავალის
შენ აფარებული ხორცის ნიღაბი ხარ.
ერთი შეცდომა და გაქრა ყველა გრძნობა,
დარდში მერამდენე ღამე გავათიე,
უკან მოიტოვე ეგ ამპარტავნობა,
სიტყვა გამაგონე -კარგო, გაპატიე...
მინდა კვლავ გიყვარდე როგორაც წარსულში,
ლექსები გიკითხო ცეცხლის სინათლეზე,
მაგრამ ვერ დავბრუნდი ხელახლა შენს გულში,
ფეხსაც კი მაბიჯებ მწარე სიმართლეზე.
ლამაზი დღეები ნუთუ აღარ გახსოვს-
ვარდებს შენ გამო რომ თავი უკვეთია,
ახლაც, წლების შემდეგ გულში ლახვარს მასობ,
მაგრამ ყველაფერი ალბათ სულერთია.
ალბათ სულერთია ოცნებაც ჩავლილი,
რომელიც სიბერეს ერთად გვიქადოდა,
ღამე გაიხსენე კოცნით გატეხილი
გადათენება რომ ჩემთან გიხაროდა.
ჩემთან გიხაროდა წუთი-წამიერი,
ხელჩაკიდებული უხმოდ სიარული,
რატომ აღარახარ ისე ბედნიერი,
ისე გულღია და ისე მხიარული?
ნუთუ აღარ გინდა კვლავ ერთად რომ ვიყოთ,
შენზე ოცნებაში სული ამომივა,
კიდევ ერთხე ვცადოთ და ლუკმა გავიყოთ
ყველა გაჭირვების მოკვლა გამოგვივა...
ვწერ და გეხვეწები ვიცი უიმედოდ,
რადგან გვიან მივხვდი, გვიან შეგიცანი,
პატარა მკერდში რომ შენ ქვის გული გედო
ვეღარ დაამსხვრიე, ვეღარ შეიცვალე.
როგორც ხშირად ხდება ახლაც დამათენდა,
ვითვლი და მამლის მესამე ყივილია,
კიდე უსასრულოდ ღამეს გავათევ და
გეტყვი განშორება დიდი ტკივილია.
მე ხომ ბევრჯერ ვცადე შენთან სიახლოვე,
კრახით დამიმთავრდა მრავალი მცდელობა,
ალბათ საბოლოოდ მაინც მიმატოვებ,
ალბათ მეც ავირჩევ ბოლოს თვითმკვლელობას...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5