ისევე, როგორც ყველა ცოცხალი არსებისათვის, თუთიყუშების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისათვისაც კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბალანსირებული დიეტისათვის აუცილებელია, რომ პატრონმა მეტი იცოდეს თავისი თუთიყუშის რაციონზე, რაშიც შევეცდებით ცოტათი დაგეხმაროთ.
ხილ-ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული, რომელიც გარეული თუთიყუშებისათვის “მშრალ” საკვებთან ერთად რაციონის უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, აუცილებელია სახლის თუთიყუშებისთვისაც.
თუთიყუში, შეძენის პირველივე დღეებიდანვე უნდა შეაჩვიოთ ხილს (შეაჩვიოთ – იმ შემთხვევაში, თუ მას ხილის ჭამის ფუფუნება მანამდე არ ჰქონია). სანამ ხილსა და ბოსტნეულს მიართმევ, კარგად უნდა გარეცხო. განსაკუთრებით კარგი გარეცხვა ისეთ ხილსა და ბოსტნეულს სჭირდება, რომლებსაც კანი არ სცილდება – ყურძენს, კენკრას, კომბოსტოს, მწვანილსა და ა.შ. მითუმეტეს თუ ხილსა და ბოსტნეულს მაღაზიაში ყიდულობ. ქვემოთ იხილეთ იმ ხილ-ბოსტნეულის სია, რომლის მიცემა შეიძლება და ზოგჯერ აუცილებელიცაა თუთიყუშებისათვის:
ვაშლი, მსხალი (კურკის გარეშე)
ციტრუსი: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ლიმონი, ლაიმი – შეიძლება კურკითაც. თუ ხილი იმპორტულია, სასურველია კანი გაეცალოს. ადგილობრივ წარმოებას ეს არ ეხება, რადგან მისი ხანგრძლივად შენახვა არაა საჭირო ადგილზევე მოხმარების გამო.
კენკრა: მოცხარი, ჟოლო, მოცვი, წითელი მოცვი, ლურჯი მოცვი, ძახველი (калина), ხურტკმელი (крыжовник), ბალი და ალუბალი (კურკის გარეშე). ზემოთ ჩამოთვლილი ხილი შეიძლება მისცეთ, როგორც “ნედლი” სახით, ისე გაყინული (რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გაადნობთ :) ).
ბანანი
საზამთრო და ნესვი (შიგთავსიც და კურკებიც). არც თუ ისე იშვიათია ადამიანების საზამთროთი მოწამლვის
შემთხვევები, ამიტომ ჯერ დარწმუნდი, რომ საზამთრო არ არის გაფუჭებული.
ქლიავი, ატამი, გარგარი (კურკის გარეშე)
ყურძენი (არაუმეტეს 3-4 დიდი ყურძნის მარცვლისა, კურკით მიცემა შეიძლება)
ბროწეული
კივი, ანანასი
სტაფილო
გოგრა, ცუკინი
კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი (ბევრი არ შეიძლება), ფერადი კომბოსტო, ბროკოლი (კომბოსტოს ყველა ნაირსახეობა მცირე რაოდენობით რეკომენდირებულია)
პომიდორი, კიტრი, მწარე და ბულგარული წიწაკა
სიმინდი
ცერცვი და ლობიო
ბალახეული: ჭინჭარი, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, სალათის ფურცლები და სხვა.
უმჯობესია ყველა ზემოთჩამოთვლილი ხილი და ბოსტნეული თუთიყუშებს მისცე ნედლი სახით, რადგან მოხარშვის შედეგად იკარგება ვიტამინები. თუმცა, მავნე ნივთიერებების მოსაცილებლად თერმული დამუშავება (მდუღარე წყლით დამუშავება) ზოგჯერ საჭიროცაა, განსაკუთრებით ბოსტნეულისთვის.
თუთიყუშებისთვის არაა რეკომენდირებული შემდეგი ხილისა და ბოსტნეულის მიცემა:
მანგო, პაპაია, ავოკადო
კარტოფილი (შეიცავს რთულად მოსანელებელ კრახმალს)
მწვანილი – ეს საკითხი სადავოა, ვეტერინართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მწვანილი მავნეა თუთიყუშებისათვის, რადგან ისინი ეთეროვან ნივთიერებებს შეიცავენ, რომელთა დიდი რაოდენობა საზიანოა თუთიყუშების ჯანმრთელობისათვის. თუმცა, კამას და სალათის ფურცლებს უმეტესი პატრონი აძლევს თავის თავის თუთიყუშს.
დასავლელი სპეციალისტები ასევე არ ურჩევენ თუთიყუშების პატრონებს ხახვსა და ნიორს.
თუთიყუშებისათვის აგრეთვე არ შეიძლება სუფრიდან (ადამიანის კერძებიდან) ნარჩენების მიცემა, რადგან ისინი, როგორც წესი შეიცავენ მარილსა და ცხიმს, რაც ძალიან საზიანოა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1