მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც 12 წევრისგან შედგებოდა, წარმატებით იასპარეზა.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტდა თბილისის ,მარტვილის,მცხეთის, თიანეთისა და სენაკის სპორტსმენებისგან.
3 დღიანი დაძაბული ბრძოლების შემდეგ ჩვენს ანგარიშზეა 2 ოქოს, 5 ვერცხლისა და1 ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ სპარინგში,
კადეტი -36 კგ
ბექა ხუნწარია || ადგილი (სენაკი)
იუნიორი -50კგ
კუკური კლიმიაშვილი | ადგილი (თბილისი)
იუნიორი -56კგ
მიშა გორთამაშვილი | ადგილი (თიანეთი)
იუნიორი -62კგ
ირაკლი ბერაია ||| ადგილი (სენაკი)
იუნიორი -68კგ
წოწონავა ოთარი || ადგილი (მარტვილი)
იუნიორი+75 კგ
გიორგი ხუნჯუა || ადგილი (სენაკი)
სენიორი პროესიონალი -78 კგ
ლევან წარეტაშვილი || ადგილი (თბილისი)
სენიორი პროფესიონალი -85კგ
გიორგი არაბული || (თბილისი)
გუნდურ სპარინგში იუნიორებს შორის წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს:
დავით კალანდარიშვილმა,კუკური კლიმიაშვილმა,მიშა გორთამაშვილმა,გიორგი ხუნჯუამ და ოთარ წოწონავამ.
გუნდურ სპარინგში სენიორებს შორის წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს:
მირზა ყვავაძემ,ნიკა ნინუამ,გიორგი არაბულმა და ლევან წარეტაშვილმა. მეხუთე წევრის არყოლის მიუხედავად ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა ფინალში გასვლა და მცირე სხვაობით დამარცხდა მასპინძელ გუნდთან.
25 ივნისს საგამოს 7საათზე გაიმართა გალა ფინალი და შეჯიბრის ოფიციალური გახსნის ცერემონია,რომელში მონაწილეობაც ყელა სპორტსმენისთვის მეტად საამაყოა. -78 წონით კატეგორიაში ფინალური ბრძოლა ჩაატარა ლევან წარეტშვილმა იტალიელ მეტოქესთან და ქულათა სხვაობით დასჯერდა ვიცე ჩემპიონობას. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მსგავსი დონის ტურნირში პროფესიონალებს შორის ჯერ არავის უასპარეზია საქართველოს სახელით და ეს ფაქტი მეტად საამაყოა ჩვენი ორგანიზაციისთვის. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენი ორგანიზაციის სწორ კურსს და ტაეკვონდოს განვითარების სწრაფ ტემპებს საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ტაეკვონდოს იტფ ფედერაცია ოფიციალურად საქართველოში 2012 წლიდან არსებობს და ამ მოკლე დროში მიღწეული შედეგები მეტად შთამბეჭდავია.
ჩვენი სპორტსმენები 29 ივნისს დაბრუნდებიან საქართველოში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1