ახალგაზრდა და ხნიერი,
ქალი რომ ლამაზი იყოს,
სული უმყოფედ ძლიერი.
ყველაზე მეტად რაც აჭკნობს,
ეს ცარიელი სულია,
ის ყველა დროში ყვავილობს,
თუ გრძნობა არა სწყურია...
არადა განა ძნელია,
მას რომ მოუკლად წყურვილი?
სულ ცოტა ყურადღებისა,
უნდა გაგაჩნდეთ სურვილი.
ასაკს არ ეკითხებიან,
წლებს არ ითვლიან ქალები,
პასუხს რამდენი წლისაა,
გეტყვიან მისი თვალები.
არწივის ფრთებს ნუ შეასხამთ,
უფალმა ის შექმნა მტრედად,
ტკბილი ღუღუნით დაგატკბობთ,
თუ ჩაგთვლით ღირსეულ ბედად.
ნუ გადააქცევთ მას ვეფხვად,
ქალს ხომ ფისოობა შვენის,
უყვარს ალერსი, ფერობა
და თავზე გადასმა ხელის.
არწივი მტაცებელია,
მტაცებელია ვეფხვიც,
ვინც ღირსეული კაცია,
ქალის სინაზეს ეტრფის.
ბაღი წალკოტად იქცევა,
მებაღე თუ კი ჰყავს კარგი,
წლები გავიდეს მერე რაა?
უჭკნობად იქნება ვარდი...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев