ბერმა პირჯვარი გამოისახა. როცა დავშორდით ტაძარს, უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვიგებდი, რატომ! მერე მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:
- მამა გაბრიელ, გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ აკეთებთ ასე? - ტაძარს რომ მიუახლოვდებით,ნერწყვავთ. რესტორანთან ჩაივლით, პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ!..
- რახან გულით მეუბნები, გეტყვი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა...აგიხსნი...ეკლესიის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, რომ ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ცოტას რომ მოვშორდები, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმინდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ.მეც წმინდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ, ღრეობას თავი რომ დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიერებს?! მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?! გვერდზე თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ეს ნიშნავს - "გაგიმარჯოს,ღმერთო!.." და გვერდზე ჩაუარო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდზე რომ ჩაუვლიან. ამიტომ,ეს რკალი უნდა გაარღვიო, ტაძრის კარებამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ დრო არა გაქვს, ტაძარს რომ ჩაუვლი, პირჯვარი გამოისახე იმისთვის, რომ თხოვო პატიება უფალს ტაძარში ვერ შესვლის გამო.” (კომენტარებში წაიკითხეთ)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 16
კალამონის მონასტერში მოღვაწე მამა ელიამ გვიამბო: "მონასტრის მახლობლად ერთ გამოქვაბულში ვიყავი დაყუდებული. შუადღისას ვიღაცამ დამიკაკუნა. გავედი და ქალი დავინახე. ვკითხე, რა უნდოდა. შემინდე, მამაო, - მომიგო მან, - მეც შენსავით ვცხოვრობ აქვე, ორასიოდე ნაბიჯზე, ერთ პატარა გამოქვაბულში; უდაბნოში სიარულისას მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინეო. გამოვუტანე წყალი და დავალევინე, მაგრამ გამოქვაბულში რომ შევბრუნდი, სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ეშმაკმა იმ ქალის მიმართ გულისთქმა გამიჩინა. ვერ ვძლიე გულისთქმას, გამოვედი და ქალის კვალს გავყევი. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისაგან მიწა იწვოდა. სწრაფად გავიარე ორასი ნაბიჯი და უეცრად თავზარი დამეცა: დავინახე შუაზე გაპობილი მიწა, რომელიც ჩემს შთანთქმას ლამობდა. შიგ მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, მატლი ესეოდა და ჩირქი სდიოდა. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიმითითებდა და მეუბნებოდა: ეს დედაკაცის გვამია, ეს - მისი ბავშვის, ეს - ლამაზი ქალისა, ეს კი - მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გინდა, ისე აისრულე წადილი! ჰოი, შე საბრალოვ, ერთი გული
...Ещёკალამონის მონასტერში მოღვაწე მამა ელიამ გვიამბო: "მონასტრის მახლობლად ერთ გამოქვაბულში ვიყავი დაყუდებული. შუადღისას ვიღაცამ დამიკაკუნა. გავედი და ქალი დავინახე. ვკითხე, რა უნდოდა. შემინდე, მამაო, - მომიგო მან, - მეც შენსავით ვცხოვრობ აქვე, ორასიოდე ნაბიჯზე, ერთ პატარა გამოქვაბულში; უდაბნოში სიარულისას მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინეო. გამოვუტანე წყალი და დავალევინე, მაგრამ გამოქვაბულში რომ შევბრუნდი, სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ეშმაკმა იმ ქალის მიმართ გულისთქმა გამიჩინა. ვერ ვძლიე გულისთქმას, გამოვედი და ქალის კვალს გავყევი. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისაგან მიწა იწვოდა. სწრაფად გავიარე ორასი ნაბიჯი და უეცრად თავზარი დამეცა: დავინახე შუაზე გაპობილი მიწა, რომელიც ჩემს შთანთქმას ლამობდა. შიგ მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, მატლი ესეოდა და ჩირქი სდიოდა. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიმითითებდა და მეუბნებოდა: ეს დედაკაცის გვამია, ეს - მისი ბავშვის, ეს - ლამაზი ქალისა, ეს კი - მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გინდა, ისე აისრულე წადილი! ჰოი, შე საბრალოვ, ერთი გულისთქმის ასრულებისთვის ამდენი ღვაწლის წყალში ჩაყრას აპირებ? ამ საძაგელი ცოდვისათვის გინდა, ცათა სასუფეველი დაკარგო? შე უბედურო, რა სუსტი ხარ და რა უსუსური გონება გაქვს, რომ ერთი ბილწი გულისთქმის გამო სულის წარწყმედაზე ფიქრობო.
სიმყრალისაგან დაბლა დავეცი. მოხუცი მომიახლოვდა, წამომაყენა და გულისთქმის ბრძოლა მომაშორა. გამოქვებულში დავბრუნდი და ღმერთს მადლობა შევწირე
ერთხელ, ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: „ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო“. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე, ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა, უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალათებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა, იგი შორიახლოს გაჩერდა, ეთიოპელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. ამყრელებულმა არსებამ კი მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამი...Ещё
ერთხელ, ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: „ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო“. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე, ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა, უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალათებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა, იგი შორიახლოს გაჩერდა, ეთიოპელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. ამყრელებულმა არსებამ კი მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა, სამაგიეროდ დაგანახა, როგორიცა ვარ“. ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა აქედან წასვლა, რადგან უფალმა ჩვენებით ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა“. მამისათვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და შვილს მიუგო: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში ორმოცი დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი“. (P.S უდაბნო პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, ეს ნიშნავს დაუსახლებელ ტერიტორიას)
ერთ ადამიანს გამოცხადება ჰქონდა და ამ დროს მას მოესმა ხმა უფლისა: „მე მოვალ შენთან“. მან დაიწყო მზადება ღვთის შესახვედრად: დაასუფთავა სახლი, მოამზადა სუფრა... როდესაც ამ სამზადისში იყო, მასთან მათხოვარი მივიდა და დახმარება სთხოვა. მან კი მიუგო: ახლა შენთვის არა მცალია, უფალს ველოდები, სხვა დროს მოდიო. შემდეგ სხვა გაჭირვებული მოვიდა და ისიც ისევე გაისტუმრა. შემდეგ გზად უპატრონო, ობოლი ბავშვი შეხვდა და მასაც არაფერი მისცა, დაჯდა სახლში და უფალს დაელოდა. გავიდა დღეები, უფალი კი არ ჩანდა. ამის შემდეგ ლოცვითა და ცრემლით შეჰღაღადა შემოქმედს: „ხომ დამპირდი, რომ მოხვიდოდი ჩემთან, რატომ არ მობრძანდი?“ და მას მოესმა ხმა: „მე სამჯერ მოვედი შენთან და სამივეჯერ უარით გამომისტუმრე“. სწორედ ამიტომ არის საჭირო, გვქონდეს სულიერი თვალი, მოსიყვარულე გული, რომ ადამიანთა გასაჭირი დავინახოთ.
მოხუცმა ინდიელმა შვილიშვილს ერთი ცხოვრებისეული სიბრძნე ამცნო.
- ყოველ ადამიანში ბრძოლა მიდის, რომელიც ორი მგლის შერკინებას წააგავს. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს - შურს, ეჭვიანობას, ეგოიზმს, პატივმოყვარეობას, ტყუილს. მეორე მგელი კი სიკეთისაა და მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, სიმართლეს, სიკეთესა და ერთგულებას იცავს.
მოხუცის შეგონებით გულაჩუყებული ბავშვი წამიერად შეყოვნდა და შემდეგ იკითხა.
- და საბოლოოდ რომელი მგელი იმარჯვებს?
- ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც შენ გამოკვებავ!ერთ ადამიანს გამოცხადება ჰქონდა და ამ დროს მას მოესმა ხმა უფლისა: „მე მოვალ შენთან“. მან დაიწყო მზადება ღვთის შესახვედრად: დაასუფთავა სახლი, მოამზადა სუფრა... როდესაც ამ სამზადისში იყო, მასთან მათხოვარი მივიდა და დახმარება სთხოვა. მან კი მიუგო: ახლა შენთვის არა მცალია, უფალს ველოდები, სხვა დროს მოდიო. შემდეგ სხვა გაჭირვებული მოვიდა და ისიც ისევე გაისტუმრა. შემდეგ გზად უპატრონო, ობოლი ბავშვი შეხვდა და მასაც არაფერი მისცა, დაჯდა სახლში და უფალს დაელოდა. გავიდა დღეები, უფალი კი არ ჩანდა. ამის შემდეგ ლოცვითა და ცრემლით შეჰღაღადა შემოქმედს: „ხომ დამპირდი, რომ მოხვიდოდი ჩემთან, რატომ არ მობრძანდი?“ და მას მოესმა ხმა: „მე სამჯერ მოვედი შენთან და სამივეჯერ უარით გამომისტუმრე“. სწორედ ამიტომ არის საჭირო, გვქონდეს სულიერი თვალი, მოსიყვარულე გული, რომ ადამიანთა გასაჭირი დავინახოთ
ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას. ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ...Ещё
ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას. ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გლახაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე
თამაზ ცაბუტაშვილი:"ძველი ამბავი" "უსახელო"
"ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ის ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს; ვინც არ მიიღებს, ასეთ ადამიანებს გამოაცხადებენ მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში, ათი, თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება, ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს, ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს, როგორ მოიქცე. ვინც ბოლომდე შეინარჩუნებს რწმენას, მას არც მოშივდება, არც მოსწყურდება და არც რაი...Ещё
"ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ის ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს; ვინც არ მიიღებს, ასეთ ადამიანებს გამოაცხადებენ მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში, ათი, თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება, ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს, ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს, როგორ მოიქცე. ვინც ბოლომდე შეინარჩუნებს რწმენას, მას არც მოშივდება, არც მოსწყურდება და არც რაიმე ევნება სტიქიური უბედურების გამო." წმ. მამა გაბრიელი
სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.
შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღსარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
ერთ სასულიერო პირთან მივიდა ორი ქალი. ერთი გოდებდა, რომ ჩაიდინა საშინელი უპატიებელი ცოდვა, მეორე კი მშვიდად და აუღელვებლად ამბობდა: ხო, მამაო, ცოდვილი ვარ, ისევე როგორც სხვები, პატარა ცოდვებით... მღვდელმა ორივეს მისცა დავალება: ერთს, რომელიც ძალიან განიცდიდა თავის ცოდვილ მდგომარეობას, უთხრა, რომ მინდორში მოეძებნა დიდი ქვა, რომლის აწევასაც შეძლებდა ქალი და მასთან მიეტანა. მეორეს, “ნაკლებად ცოდვილს,” კი უთხრა, რომ აეგროვებინა პატარა კენჭები, რაც წინსაფარში ჩაეტეოდა და ისე მისულიყო მასთან. რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე დაბრუნდა. მღვდელმა შემდეგი დავალება მისცა: ახლა წაიღეთ და უკან თავისივე ადგილას დაალაგეთ, რაც მოიტანეთო. იმ ქალმა, რომელმაც დიდი ქვა აიღო, ადვილად იპოვა ლოდის კვალი და უცბად მოათავსა თავის ადგილზე. მეორე ქალი კი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა და თქვა: მამაო, როგორ შევძლო ამ კენჭების ადგილზე დაბრუნება, მათ არც კვალი დატოვეს და შეუძლებელია, მახსოვდეს მათი ადგილმდებარეობა, სად რომელი კენჭი ავიღე...Ещё
ერთ სასულიერო პირთან მივიდა ორი ქალი. ერთი გოდებდა, რომ ჩაიდინა საშინელი უპატიებელი ცოდვა, მეორე კი მშვიდად და აუღელვებლად ამბობდა: ხო, მამაო, ცოდვილი ვარ, ისევე როგორც სხვები, პატარა ცოდვებით... მღვდელმა ორივეს მისცა დავალება: ერთს, რომელიც ძალიან განიცდიდა თავის ცოდვილ მდგომარეობას, უთხრა, რომ მინდორში მოეძებნა დიდი ქვა, რომლის აწევასაც შეძლებდა ქალი და მასთან მიეტანა. მეორეს, “ნაკლებად ცოდვილს,” კი უთხრა, რომ აეგროვებინა პატარა კენჭები, რაც წინსაფარში ჩაეტეოდა და ისე მისულიყო მასთან. რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე დაბრუნდა. მღვდელმა შემდეგი დავალება მისცა: ახლა წაიღეთ და უკან თავისივე ადგილას დაალაგეთ, რაც მოიტანეთო. იმ ქალმა, რომელმაც დიდი ქვა აიღო, ადვილად იპოვა ლოდის კვალი და უცბად მოათავსა თავის ადგილზე. მეორე ქალი კი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა და თქვა: მამაო, როგორ შევძლო ამ კენჭების ადგილზე დაბრუნება, მათ არც კვალი დატოვეს და შეუძლებელია, მახსოვდეს მათი ადგილმდებარეობა, სად რომელი კენჭი ავიღეო. მაშინ მღვდელმა უპასუხა: აი, ხედავ, შენმა მეგობარმა ჩაიდინა ერთი ცოდვა, მაგრამ ის წავიდა და დატოვა იგი მინდორში; შენ კი, პატარა და მრავალი ცოდვებისგან განთავისუფლება არ ძალგიძს... აი, ამის გამო ქრისტე გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ვიყოთ ერთგული მცირედზე – რომ არ შევაგროვოთ ასეთი რაოდენობის ვითომდა “მცირე ცოდვები,” რომელთაგან გათავისუფლებას ვერასოდეს შევძლებთ...
„გარეგნულმა სილამაზემ, - წერს წმ. იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“
ილია 2
თუ შეიძლება ხუმრობა?
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი ანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას. ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ჩვენ არ უნდა წარმოვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია, რადგან ხუმარა კაცი იოლად ხდება მაგინებელი. მაგინებელი კი უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია.
წმ. იოანე ოქროპირი
-როგორ უნდა გვახსოვდეს ღმერთი?
-აქ განსაკუთრებული არაფერი მოითხოვება. საჭიროა მხოლოდ აღვიჭურვოთ იმის ხსოვნით, რომ უფალი არის ჩვენში, ჩვენს მახლობლად და გვხედავს ჩვენ... რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ახლოა უფალი და გიმზერთ თქვენ. როდესაც ამას დაეჩვევით, ან ჯერ კიდევ მცირედ შეუდგებით განმსჭვალვას ამგვარი ხსოვნით, მაშინ იხილავთ, თუ რა მაცხოვნებელ ზემოქმედებას ახდენს იგი სულში. მხოლოდ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისე კი არ უნდა გვახსოვდეს ღმერთი, როგორც ყველა სხვა საგანი, არამედ ეს ხსოვნა ღვთის შიშთან და კრძალვასთან უნდა გვქონდეს შეერთებული.
წმ. თეოფანე დაყუდებული
შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღსარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
წმ. ეფრემ ასური