მე ვიპოვე ჩვენ ორს შორის ტრფობის ხაზი.
დავეძებდი, იმ სიყვარულს დავეძებდი,
სადაც გრძნობა იქნებოდა ახოვანი.
ქვეყნად ვერვინ შესწვდებოდა ჩვენს ნაფიქრალს,
ჩვენს ოცნებებს ექნებოდა სხვა მორალი.
იცი?! ზოგჯერ, თითქოს კვდება ჩემი სული,
ხურდებს ითხოვს ვით ტაძართან მათხოვარი.
უშენობით დამშეული ეს გრძნობები,
დაგეძებს და ვერ გპოულობს მარტო დაძრწის.
მე კი ვიცი, ეს შენა ხარ და არც ვცდები,
ეს შენა ხარ ჩემი სულის ნახევარი.
დავეძებდი, იმ სიყვარულს დავეძებდი,
ჩემში მუდამ აღმაფრენას, რომ იწვევდა.
მე გიპოვე, მე გიპოვე ეს შენა ხარ
და ამიტო, ჩემი სული შენს სულს მთხოვდა.
ახლა, ალბათ რაც გითხარი ვერ მიხვდები,
არც კი გჯერავს ლექსად ჩემი ნაბოდვარის.
დრო გავა და ყველაფერი შეიცვლება,
მე შენი ვარ შენ კი ჩემი ნახევარი.
მაკა.თ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2