არც მავიწყებ,ვერც მიბრუნებ,ვერც მაძულებ,
მის სიცოცხლეს ჩემი ლანდი გავადევნე,
ჩემზე ფიქრი,მაინც ვეღარ ვაიძულე...
დამივიწყეე...არ მიყვარხარ...არ გახსენებ,
რა ადვილად დაუთმივარ მის გულს თურმე,
შენ რად დუმხარ? დაღლილ სახეს გადამხედე,
არ მიყვარდეს,წამით მაინც მაიძულე...
ჩემო სულო,რა უღმერთოდ გვყვარებია,
შენ ხომ იცი, რა ძნელია დაივიწყო,
მისი ხსოვნა,ის ლამაზი წამებია რაც ,
მაცოცხლებს,მაოცნებებს,მისკენ მიხმობს,
ვერარაფლით,ვერაფელი გავახერხე,
მის ცხოვრებას ჩემი სუნთქვა შევალიე,
მიდიოდა და მეც ლოცვა დავადევნე...
რომ მისდიოს,მის ცოდვიან ნაფეხურებს
ჩემო სულო,რამდენ ტკივილს მიათკეცებ,
არც მავიწყებ,ვერც მაძულებ,ვერც მიბრუნებ,
გევედრები, შეცდომები გადარეცხე
და ცხოვრება მისი მოსვლით დამიბრუნე.
..................................................................................
შენს სიცოცხლეს,ჩემი ლოცვა დავადევნე,
რომ მისდიოს,შენს მედიდურ ნაფეხურებს.
თეკლა არშბა
(დ.დ.ვ. სიყვარული არასოდეს არ გვტოვებს,მას ვერ ვხედავთ მაგრამ ვგრძნობთ,როდესაც ტკივილი ყუჩდება და გვგონია არაფელი საოცარი არ ხდებოდა,ის იცდის,სადღაც ქვეცნობიერის კუთხეში,ნამდვილი სიყვარული არასოდეს ქრება).
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
5
Любви, удачи
счастья!
...Ещё5
Любви, удачи
счастья!