Предыдущая публикация
ჩემში,ხანდახან,ცის ნაწილს ვხედავ.მიწას შემოვრჩი,როგორც,აჩრდილი.ჩემში ყველა გზა ისწავლა სევდამ.ჩემში,სიცოცხლემ დაიდო ჩრდილი..
ჩემში,იმედის ნაპრწკალია
და სიხარულის ფოთოლცვენაა.
ჩემში,პოეტი ლექსით მთვრალია.ჩემში,ხანდახან,მართლა ზენაა!
ჩემში,სიყვარულს აჩრდილი ჰქვია.ჩემში,ლაბირინთს ვხედავ,ბოლომდე.იგაზაფხულებს ჩემში ჰო,გვიან და მაინც მაინც,არ გავბოროტდი!
ჩემში შემოდის ფერისცვალება!
ჩქერის კალმახი,გუბეს,რომ შევრჩი!ჩემში ვერ ვპოვე თუმც,უკვდავება,რამდენი რამე ყოფილა ჩემში.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев