-დიდუუ,დიდუუ,დიდუუ! დაიღუპაო!
-უი ქაა, ჭკუა არ ჰქონდა თავშიო?!
-აი შენ და აი მე, დიდხანს თუ გასტანაო!.
-სულელი,სულელი,სულელი!
სანათესაო,სამეზობლო, ჩხიკვი რომ ყვავის მამიდაა ისიც, ენა ვისაც პირში უბრუნდება, სახლში, ორღობეში, გაჩერებასთან, ყველა, ვისაც ხუთი წუთი დრო გამოუჩნდება, ენას იქავებს.
-ტიტუუუ,უფროსი რომ იყოს მხოლოდ რა გიჭირს,ქმარს გაშორებულია, შვილებიც ჰყოლიაო,გოგოებიო.
-ეგ რომ ვარგისი ყოფილიყო არ გააგდებდნენო!
(ნუ ,ახლა ქალია და ამისი ბრალია,ესაა დამნაშავე,აბა დედამთილი ხო არ იქნება,ან ქმარი!)
-ალბათ მიუხვდნენ ვინც იყო,რისი მაქნისიც და აჰაა,გამოაგდესო.
(აბა თავისით ხომ არ ჰქონდა წამოსვლის უფლება.)
-გგონია ამ უტვინოს უყვარს?!აი შენ და აი მე,მალე უკან მიაბრძანებსო,მალე მოიბეზრებსო!
-გოგო,როგორ არიან შენი მეზობლები, ის "პატარა" გოგო და "დიდი" ბიჭი?-იქედნურად მეკითხება.
-ძალიან კარგად!-ამრეზილი ვპასუხობ.
-ისემც შენ რა გითხარი, ცოტახანი გაერთობა ის სულელი და ჰაბა,ჰაა, მოისვრის გარეთ!ხი, ხი,ხი!
--დაგესიზმრა თუ წინასწარ განჭვრეტის ნიჭი გაქვს?-ვეკითხები,ზიზღი მეტყობა.
-შენისთანა სულელი და მიამიტი არ ვარ, ძალიან კარგად ვიცნობ ცხოვრებას. - გაგულისებული მპასუხობს, თითქოს რამე ჩემი ბრალია.
-რა ვიცი!-მხრებს ვიჩეჩ და სამარშრუტო ტაქსიში ვსხდებით, ის იქ თავისნაირებთან განაგრძობს აზრის ფრქვევას, ცოტა ამბავი ხომ არაა, უფროსი ასაკის, შვილიანი ქალი მოიყვანა, მისმა თანასოფლელმა ანგელოზივით ბიჭმა.
ხუთი წელი სიამტკბილობით იცხოვრეს, ბედნიერად,ხმა აწეული იქიდან არ გამოსულა,ერთად მიჰყავდათ ჯერ საბავშვო ბაღში ის მართლაც ანგელოზი პატარა გოგოები და მერე სკოლაში. მერე კი ცა ჩამოიქცა და უბედურების ბურუსმა დაბურა მათი ცხოვრება, იმ დიდ, უფროს, შეუფერებელ ქალს სიმსივნე დაემართა, ორი წელი იბრძოლეს, ეწამნენ და მაინც, საყვარელ მკლავებში ამოხდა სული.
-არ აპატია ღმერთმა,ანგელოზივით ბიჭის წახდენა!
(ახლა ღმერთი გამოიყვანეს ბოროტად, შურისმაძიებლად.)
-არაუშავს, მოიყვანს
შვენიერ ცოლს, ახალგაზრდას,შვილს რომ გაუჩენს ისეთს!
აჩრდილს ჰგავდა, დამწუხრებულ-დაღონებული, ფერმიხდილი, სასოწარკვეთილი.
მერე მარტო დაჰყავდა ის პატარა ანგელოზები, მარტო მიდიოდა მშობელთა კრებაზე.
ვერავინ დაასწრებდა აღდგომას სასაფლაოზე ასვლას, მიჰქონდა კვერცხი, სანთელი და მინდვრის ყვავილების თაიგული. მათი სიყვარულივით უბრალო და ულამაზესი.
ოცი წელი გავიდა რაც არ მენახა. წვიმიანი ამინდია, წინ ბავშვი და კაცი მიდიან. ქარმა დაუბერა,შემოდგომის სუსხი ეთამაშება ადამიანებს. კაცი გაჩერდა, კაშნე მოიხსნა და პატარა გოგონას მოახვია, მჭიდროდ,ჩანთა ჩამოართვა და თვითონ მოიკიდა.
დავეწიე და ვიცანი.
-აბა,ბაბუკო ხომ არ გცივაო!
ისეთი სიყვარულით ჰკითხა,ასე მხოლოდ ჩემმა ღვიძლმა ბაბუებმა იცოდნენ თქმა.
-გახსოვს ცხონებული, ბებიამისი, სულ მისი თვალები არა აქვს?!-მეკითხება და თვალებში მონატრებისა და სიყვარულის,სევდის ცრემლი კიაფობს.
მოვდივარ და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის, მე ისედაც სულელს,კიდევ ეს მინდოდა? მარადიული სიყვარულის დაჯერება?!!... ზიგჯერ რა ლამაზია ეს სასტიკი სიკვდილი,რამდენ რამეს გვაჯერებს... ..!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев