Предыдущая публикация
1. თავისუფლება
თუ გადაწყვეტილებებს შენ დამოუკიდებლად არ იღებ, რაღა ფასი აქვს გადადგმულ ნაბიჯებს? - ასე ხომ მარიონეტებიც მოძრაობენ.
2. ღირსება
თუ ცხოვრებას სიკეთესთან საზიაროდ გააზრებულ პრინციპთა წესრიგი არ წარმართავს, მაშინ ადგილი მხოლოდ უზნეობის ქაოსისთვის რჩება.
3. პასუხისმგებლობა
თუ არ გაღელვებს, შენს ფიქრს, ნათქვამსა ან ქცევას რა შედეგი მოჰყვება შენი ქვეყნისთვის, შენი ოჯახისთვის, ზოგადად - ადამიანისთვის და მხოლოდ საკუთარი თავი გაღელვებს (ან - ისიც არა), მაშინ რისთვის კარგავ დროს ამ წუთისოფელში - მხოლოდ იმისთვის, რომ ჭამო და შენი მსგავსნი გაამრავლო?
ვინც ამ "სამებას" ივიწყებს, საკუთარ თავსაც უარყოფს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев