ყველაზე მეტად იმ მოულოდნელობისთვის იყავი მზად, რაზეც არასდროს გიფიქრია.
ნუ ოცნებობ იმაზე, როდის ააშენებ მრავალსართულიან სახლს, ნურც იმაზე, როდის შეიძენ კუნძულს...
შენზე არ არის დამოკიდებული, როდის გაწყდება ის ძაფი, შენს თავთან რომ გაკავშირებს...
შენ მხოლოდ ის შეგიძლია, ეს ძალიან მოკლე ცხოვრება სხვების გახარებით და გაბედნიერებით გააფერადო.
ყველაზე დიდი სიხარული ის არის, როცა სხვის თვალებში იმედის სხივს ჩანერგავ და ჩაქნეულ ხელს ცისკენ ააშვერინებ, მადლობა ღმერთო, ეს ადამიანი რომ გამომიჩინეო...
შენ შეგიძლია რწმენა დაუბრუნო ადამიანს, საკუთარი თავის, მეგობრობის, სიკეთის, ადამიანურობის რწმენა...
ეს მეტია, ვიდრე მრავალსართული სახლი, ვიდრე ყველაზე დიდი კუნძული ლამაზი ხედებით...
პროფესიად აირჩიე ადამიანების გაბედნიერება...
მერე კი ყველაზე ბედნიერი იქნები ამ სამყაროში!.."....
ერე💚
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3