ასეთი რამე კინოშიც არ მინახავს…
ეზოს მხრიდან სწრაფი ნაბიჯით ასე 25 წლის ბიჭი წამოვიდა და ყველამ ერთად შეხედა. სახეზე მთლიანად გაფითრებული იყო, ძველი პერანგი და გახუნებული შარვალი ეცვა. ერთი წამით ხალხის შერცხვა, მაგრამ ხმის კანკალით ჩუმად მაინც თქვა - "დილას ჩემი შვილი დაიბადა ჩემო ძმაო. ბიჭია, სახელიც არ ჰქვია ჯერ. იქნებ რამე ჩასაცმელი გქონდეს, რომ გამატანო, ჩემს თავს არ დავეძებ, მეტი ვერაფერი ვერ შევძელი ჩემო ძმაო". დიდი, მრგვალი თვალები ჰქონდა.სიმართლით და წყლით სავსე.
გამეორება ვის სჭირდებოდა, ერთ წამში მოვედი აზრზე.ერთი წუთით დამელოდე შენ გენაცვალემეთქი და მივტრიალდი შესასვლელად. იმწამს ეზოში ლურჯი მანქანა შემოვიდა და პირდაპირ შესასვლელთან გააჩერა. დიდი კაცი გადმოვიდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ისეთი მძიმე ამბავი გადაეტანა, შეკითხვა არც ღირდა. ხელით მანიშნა არ შეხვიდეო. საბარგულიდან ორი დიდი ჩანთა ამოიღო და ჩემს და ცოტა ადრე მოსულ კაცს შორის დადო.
- "აქ ახალდაბადებული ბავშვის ტანსაცმელი და ნივთებია აკა" - მეუბნება და ამხელა კაცს ხმა თითქმის აღარ აქვს. - " ორ წლამდე სანამ გაიზრდება, ყველაფერია აქ. წუხელ ჩემი ბიჭი უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო... იმას მიეცი, ვისაც დასჭირდეს".
ვაშლისხელა ცრემლი გადაყლაპა და მეტი ვერაფერი თქვა. მეც ვერ ამოვიღე ხმა. ალბათ ფერიც არ მედო, თვალები დავხუჭე და უჩემოდ მოხდა ყველაფერი.
გასასვლელში მთასავით კაცს გულში ჩაეხუტებინა ფერდაკარგული გამხდარი კაცი.
- ამ ჩანთებს უკან ჩავდებ და მე მიგიყვან ძმაო.
- ნუ შეწუხდები ძმაო.
- ჩემი ბიჭისაა, დათუნას ვარქმევდი, კაცურად გეხვეწები წაგიყვან..
- დათუნას დავაქმევ ძმაო.
- ხო კარგად არის?
- კარგად არის ძმაო, ჯანმრთელია.
- მაგის სიცოცხლეს ვენაცვალე მე.
- თუ შეძლებ, მომინათლე ძმაო.
- როცა მეტყვი ჩემო ძმაო.
- შენი სახელი...?
............................
ვიდექით ცამეტი ადამიანი და არცერთს აღარ გვახსოვდა ვის რა გვიჭირდა.ხმაჩამწყდარები, დათუნაზე ვფიქრობდით ყველა. ორივე დათუნაზე.
და ადამიანებზე ...
Akaa Sinjikashvily
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1