სული იხლიჩება, მუხლები გეწვის, მონატრება თითოეულ ნაკვთს გიკორტნის, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა ერთმანეთში ირევა, ციხის კედლებში ხარ, ვიღაცის ქარვასლაში. ამ საკანში მზე შემოდის... ჰო, ჩვენ, ემიგრანტებს, მზე გვაქვს — გისოსებიანი მზე. მაგრამ ხედავ, რომ სინათლე ვერ აღწევს იმას, რაც გულის სიღრმეში გაქრა .ცხოვრება სხვისი ცხოვრებით, განრიგი არ არსებობს, რადგან სხვის დროზეა აწყობილი ყველაფერი. შენ ხარ მოციქული სხვისი დღის, სხვისი დროის, სხვისი ოცნების. ჰაერი, რომელიც უნდა ისუნთქო, სხვას უნდა კითხო, შეიძლება ფანჯარა გავაღო?
შენი პატარა კუთხე საწოლთან, მყუდრო სივრცე, სადაც შენც ცხოვრობ, სადაც ოჯახიც არის და საქართველოც, მხოლოდ ფოტოებიდან.ხატები, რომელიც ამომავალი იმედია. ყოველდღე , ერთი დღე მეორე დღესთან ერთად, გეგმის გარეშე.
სული იბრძვის გადარჩენისთვის, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ამ ბრძოლაში გავიწყდება, რას ეძებ. თითოეული დღე, თითქოს ბორკილებია, რომლის გადალახვაც დილიდან საღამომდე მცდელობასთან ერთად ერთიდაიგივე ხდება, მაგრამ მჯერა, რომ შევძლებ. ეს გრძელი გზები, უცხო სიჩუმე, სხვა ადამიანების დრო – ამ ყველაფრის მიღება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მაინც არ ვანებებ თავს იმედს, რომ რაღაც მოვა, რომ რაღაც შეიცვლება.
არ ვიცი, , სად დასრულდება ეს გზა, მაგრამ ვიცი, რომ ვიბრძვი, რადგან ამ გზაზე რაღაც ჩემი იქნებოდა – იქნებოდა იმედი, რომელიც სულში გამძაფრებულია, იქნებოდა პატარა ფანტაზიები, რომლებიც ხშირად ტკივილებსა და მონატრებას ებრძვიან.
გრძნობ, როგორ ისრუტავს უცხოობა შენს ყველა უჯრედს.,
გული სხეულში არ ჰგავს საკუთარ თავს,
სული კი არასოდეს მშვიდდება
მოხეტიალე ლტოლვილივით ხარ, რომელიც ვერ ჰპოულობს თავშესაფარს.
ეს ქალაქი უცხოა,, რომელშიც ნაცრისფერი ღრუბლები არასდროს იშლება,
უბრალოდ სადღაც შორს არის სივრცე, სადაც ნათელი და ფერადი დღეები არსებობს,
მაგრამ აქ – მხოლოდ ჩიხები და სევდა.
და ხალხი? ხალხი ჩაკეტილია საკუთარ თავში,
ვერაფერი შთანთქავს იმ დიდ მონატრებას, რომელიც კედლებსა და სიღრმეებში იკარგება.
მკაცრი მწუხარება გართმევს თავისუფლებას,
და იძულებული ხარ დარჩე იქ, სადაც მზესაც კი არ შეუძლია შეღწევა.მაგრამ სული?სული იბრძვის გადარჩენისთვის,ძლიერი უნდა იყო არ დანებდე ამხნევებ თავს ყოველდღე და ასე...
მაგრამ მაინც, შიგნით რჩება იმედი, რომ ერთ დღეს იპოვი გასასვლელს,
მიუხედავად იმისა, მოპარული დრო არ ბრუნდება ,დრო რომელიც საკუთარ თავს მოპარე ტყვეობაში.
„მალე, სულ მალე...“
ერთ დღეს დავბრუნდები, სახლში რომელიც მოპარული წლებით იყიდე.იგრძნობ ტკივილის სახეცვლას. და როცა ფერადი დღეების ნამზეურები შეგეძლება წასვლა, რომ საკუთარ თავში ვიპოვო ზუსტად ის, რაც წლების წინ დავკარგე.
ალბათ ერთ დღესაც დავბრუნდები სულდაღლილი ,სასჯელმოხდილი,მაგრამ სახლში სადაც ორივე ხელით ჩაგიკრავენ გულში და იქ ბევრი სითბო იქნება,,,ბევრი ფერადი დღე...მე ეს შევძელი!!!!
და ეტყვი საკუთარ თავს:შენ ძლიერი ხარ,,,ისეთი ძლიერი ,რომელიც თვით დიდებულებასაც კი აღემატება!!!!
P.S(თხოვნა იქნება როცა მიგაქვთ ავტორს ნუ უკარგავთ,ჯგუფებზე მაქვს საუბარი)
✍️მაია ურუშაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев