როგორ მზადდება კუპატი სახლში
უგემრიელესი, მეგრული კუპატის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ!
შემადგენლობა:
200 გ ღორის მსხვილი ნაწლავი
3 კგ გოჭის შიგნეულობა
1 კგ ღორის კისრის ხორცი ქონით
1.5 ჩ.კ ქონდარი
1 ჩ.კ ქინძი
1.5 ჩ.კ უცხო სუნელი
დაღერღილი წიწაკა და მარილი
მომზადება:
ღორის ნაწლავი შიდა და გარე მხრიდან ამოგანგლეთ მარილსა და მჭადის ფქვილში და კარგად გარეცხეთ. შიგნეულობა გარეცხეთ და მოხარშეთ ღორის ხორცთან ერთად. მოხარშული შიგნეულობა და ხორცი დაჭერით წვრილად და შეაზავეთ სუნელებით, წიწაკით და მარილით. ძაბრზე წამოაგეთ ნაწლავი და ნელ-ნელა შეავსეთ დაჭრილი და შენელებული შიგნეულობით. მზა კუპატი მოღუნეთ, მოუკარით თავი ძაფით და თუ გაქვთ შესაძლებლობა შებოლეთ 10-14 დღე ჭირდება, შემდეგ ორივე მხრიდან შეწვით დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე და გემრიელად მიირთვით!.
პ.ს. სამეგრელოში კუპატის დაგემოვნება იწყებოდა მკაცრად ნეთლისღების დღიდან, მანამდე მას ხელს არ კიდებდნენ იტყოდნენ ,,ვაშინერს" ანუ ერთგვარად აკრძალულიას, სინამდვილეში შობას დაკლული ღორისგან მომზადებული კუპატს ეს დრო ჭირდებოდა სრულყოფილად შესაბოლად და სრული გემოების მისაღებად, გირჩევთ ღომთან და ტყემალთან ერთად მიირთვათ ასეთი კომბინაცია სრულად ხსნის მის გემოვნურ თვისებებს და მეგრული სამზარეულოს ამ ჭეშმარიტად უძვირფასეს კერძს სრულად შეგაგრძნობინებთ, ძალიან უხდება წითელი ღვინო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1