Предыдущая публикация
ტკბილის მაგივრად ეკავა ცელი.
ღვინო დავუსხი - ვიფიქრე,დალევს,
"არაო! - მითხრა,-გზა გველის ვრცელი."
"რა დროს გზა არის?თორმეტი დაჰკრავს,
მალე ახალი დადგება წელი..."
რომ დავაკვირდი - ცოცხალ კაცს არ ჰგავს
და მაშინ მივხვდი რად უნდა ცელი.
ხარხარი მორთო - მიხვდა,რომ მივხვდი.
შემდეგ კი,უცებ მომიგო რბილად:
"ჩემო ბატონო,მე ბოდიშს გიხდი...
რაც ადრე წავალთ,მით დროზე მივალთ".
-რას ჰქვია,მივალთ?ვინა ვარ?ლეში?-
აზრი გამიჩნდა გამოკვეთილი.
ხმლად მოვიმარჯვე კალამი ხელში,
გავანადგურე "მეკვლე კეთილი".
გამომეღვიძა - მადლობა,ბედო!
უკვე იანვრის პირველი გახლდათ.
ბალიშის ქვეშ კი კალამი მედო,
თოვლის ბაბუამ მაჩუქა ალბათ."
გენიალური: ნიკო გომელაური
#ჩემიწიგნი
❤️📖💞
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2