Предыдущая публикация
ვიცი რომ ვბერდები, თუმცა არ ვნებდები,
რაც მაქვს არ ვჯერდები, ვიდრე გავნელდები,
ზოგჯერ თავს ვიტყუებ და ვითომ ვერ ვხვდები,
თუ წავიფორხილებ ვდგები არ ვჩერდები!
ნაოჭებს არ ვითვლი ფეხებზე ვიკიდებ,
ვერცხლისფერ ჭაღარას სულაც არ ვიკვირვებ,
ჭორებზე ფიქრებში თავს აღარ ვიტკივებ,
არასდროს, არავის, არაფერს ვიკვირვებ,
ბევრი რამ ვისწავლე ვიცინე,
ვიტირე,
დრო ვერ გავაჩერე სულ წლებად ვიწვიმე,
ამ ნასწავლ შეცდომებს რა ვუყო
ვიკითხე
დროს ვერ დავაბრუნებ ამაოდ
ვწიკვინებ...
მთავარი ყოფილა გიყვარდეს,
უყვარდე!
სხვა ხიბლი ჰქონია ცხოვრების იარებს,
საკუთარ თავს ისევ ვამხნევებ
დილამდე
ოღონდ არ გაჩერდე შენ შეძლებ!
იარე!..
თეა ყუბანეიშვილი
Tea Maria 💖💖💖
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев