დედაჩემს და მამაჩემს ძალიან ყვარებიათ ერთმანეთი. მათი სიყვარულის ისტორია მთელ საჩხერეს სცოდნია.
ბებიაჩემ აგრაფინას, დედაჩემის დედას არ გაუყოლებია ცოლად თავისი ქალიშვილი ბადრისთვის. ჩემმა შვილმა სამედიცინო უნდა დაამთავროსო და დასწყვიტეს გული ბადრის.
სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა ამ სიყვარულისა აგრაფინა ბებია. გარდაცვლილია და ცუდის თქმა არ მინდა მასზე.
ამდგარა გულგატეხილი, დაწუნებული ბადრი და სხვა ცოლი მოუყვანია.
ამ ცოლს სცოდნია ბადრისა და ნანას სიყვარულის ამბავი. ჩემმა დებმა მითხრეს, მამას ნანა ძალიან უყვარდაო.
რატომ, რა ძალა ედგა ბებიაჩემს რომ ამ სიყვარულის წინააღმდეგი იყო?
ანუ, სიყვარულის ნაყოფი გამოვდივარ?!
დედამისის შიშით ნანამ გამაჩინა და სამშობიაროში დამტოვა. დამარქვა თავისი უფროსი დის ნათიას სახელი.
დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან იტანჯებოდა. მისიც მესმის. მარა რატომ არ გაიპარა და ცოლად არ გაყვა კაცს, რომელსაც უყვარდა და ვისგანაც შვილს ელოდებოდა დღემდე გაუგებარია ჩემთვის.
ფაქტია რომ დედამისმა ცხოვრება დაუნგრია.
მგონი რამდენს ტიროდა მუცლით რომ დამატარებდა და მმალავდა. მისი ცრემლების ნაკვალევი დღემდე მატყვია.
მგონი როგორი გაბრაზებულია ჩემზე მის საიდუმლოს ფარდა რომ ავხადე.
უკვე აღარ შემეძლო ამდენი დარდის გულით ტარება.
მინდა რომ ყველა კარგად იყოს.
მე მამას შევხვდები, დებს გავიცნობ და მამის მხრიდან დიდ ოჯახს შევუერთდები.
ისინი არ მმალავენ და ჩემთან ურთიერთობა სურთ.
თითქოს ცოტათი დაწყნარდა ჩემი აფორიაქებული სული.
გულს გაუხარდა რომ გავიგე, დედაჩემს და მამაჩემს ერთმანეთი უყვარდათ!
❤️ ❤️ ❤️
ცისნამი საყვარლიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3