Предыдущая публикация
სულ სხვა გიამებს ღამეებით გათანგულ ხედვას,
სად აგცდი ნეტავ, მიზეზი თუ შედეგს ამართლებს,
დღეს უიმედო მოლოდინით ნატვრებსაც ვბედავ.
დამაგვიანდა, ალბათ ძალზე ნელა ვიარე,...
რად ვერ გიგრძენი ჩამიარე როდესაც გვერდით!
შენთან კი არა, სიცოცხლესთან დავაგვიანე,
არადა იცი, ყველა ბარათს მე შენთვის ვწერდი.
მერე ცხოვრებამ მიმაყენა სადღაც კუთხეში, დაგვიანებულ მოსწავლეებს სჯიდნენ როგორაც,
და ჩამიტარა გაკვეთლი ისე უხეში,
ცრემლმორეულმა ვერ შევძელი ლექსად მოყოლაც.
დამაგვიანდა, შევალიე ამ ლოდინს წლები,
მოღალულ ფიქრებს გავუხუნე ყველა მიზანი,
იმ ცხოვრებაში დავიჯერებ ჩემთან იქნები,
თუკი ლოდინით გატანჯულმა კიდევ გიცანი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев