ის ,,გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის” სახელით გამოდის. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ორი კანდიდატის – მმართველი პარტიიდან, ბლოკ ,,ქართული ოცნებიდან” გოჩა გოჩიტაშვილის, ხოლო ყოფილი მმართველი პარტიიდან კი ნუგზარ ნონიაშვილის შესახებ წერდა.
გელა გურასპაშვილი: ,,კასპის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ინდექსი იქნება ერთი საფეხურით მაღალი საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან შედარებით რაც დასაქმების უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტის მთავარი პირობაა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კასპში საექსპორტო პროდუქციის შექმნას. ავლაგმავთ ნაგავსაყრელს ან მოვიყვანთ მას ევროსტანდარტის ნორმებში.
რეგიონის სოფლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლით მომარაგება ხოლო ქ.კასპში გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და წყლის მიწოდება გახდება 24 საათიანი. კასპის ცენტრში ავაშენებთ ახალგაზრდულ ცენტრს: მაგიდის ჩოგბურთის, ჭადრაკის, ბოულინგის, ინტერნეტკაფის, სამკითხველოს და ა.შ. აღვადგენთ კასპის ტელევიზიას და საფეხბურთო კლუბს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დასუფთავებისა და ჰიგიენის საკითხს. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ვთვლით ისეთი სამილიორაციო სისტემების შექმნას რომელიც უკიდურესი გვალვების შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს სარწყავი წყლის მიწოდებას (თეძამზე გაცხადებული 47მილიონი დახარჯვა იმ კორუფციულ სქემას წააგავს აღაიანიდან რომ მოყავდათ სასმელი წყალი ქ.კასპისათვის ჩვენი გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად 7მილიონი საბჭოთა მანეთი დაიხარჯა და კასპში წყალი ვერ მოვიდა.) ამ მიმართულებით ჩვენი ამოცანაა: მთლიანად რაიონში რწყვის ხარისხის გაუმჯობესება ხოლო სოფლების–დოესის, ხოვლის, ზემოხანდაკის, თელიანის ზონის სასოფლო სამეურნეო ოაზისად ქცევა.
კასპი აღაიანის ახალი გზის მშენებლობა რომელიც კასპიდან თბილისამდე მანძილს13,7 კილომეტრით შეამცირებს და ქ კასპს განტვირთავს სატვირთო ტრანსპორტისაგან.” წყარო: qartli.ge
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6