წ. „გლობალური ომის პარტია“ დგას. ჰოდა...
ძვირფასო ქუთათურებო, რომელთა გარკვეული ნაწილი ყოველდღე გამოდის და თავად არ იცის, რას აპროტესტებს.
თქვენს გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდი, 2009 წლის 19 დეკემბერს, წმ ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს რომ გამოსულიყავით და მიშა სააკაშვილის მიერ მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ აფეთქება გაგეპროტესტებინათ, რამაც უდანაშაულო დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა. იმ დროს უსირცხვილოდ დუმდით, გეშინოდათ, რადგან კარგად იცოდით, რა იქნებოდა თქვენი და თქვენი ოჯახების ხვედრი.
ძვირფასო კახელებო, რომელთა გარკვეული ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და არც კი იცის, რისთვის.
თქვენს გულწრფელობას და კახელობას მაშინ დავიჯერებდი, აქ ჩამოსულები ლევან ბერძენიშვილსა და ნიკა გვარამიასთან რომ მისულიყავით და დაშხოშიანი, ნაღდი კახური გინებით აგეკლოთ, ყველა იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც მათ მეფე ერეკლე II-ს და საქართველოს რვაათასწლოვან განძს - ქართულ ღვინოს მიაყენეს, თუმცა, არაფერი მიკვირს, რადგან მახსოვს, 2012 წელს, როდესაც პრეზიდენტი ჯერ ისევ მიშა სააკაშვილი იყო, ხელისუფლებაში კი „ქართული ოცნება მოვიდა“ და როდესაც დამანგრეველმა სეტყვამ კარ-მიდამო და ვენახები გაგინადგურათ, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ზარალის ანაზღაურებისთვის საკუთარი ჯიბიდან 80 მილიონი გადაგიხადათ, თქვენ ფული უყოყმანოდ აიღეთ, ახალ-ახალი ავტომობილები იყიდეთ და მიშას მოწყობილ ანტისახელისუფლებო მიტინგებზე პირველები ჩამოსრიალდით.
ძვირფასო მეგრელებო, რომელთა გარკვეული ნაწილი რაღაცას აპროტესტებს, მაგრამ არც კი იცის, რას.
თქვენს გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდი, მიშას რეჟიმის დროს სამეგრელოში დატრიალებული არაერთი უბედურება, მათ შორის კასრებში ჩამალულ 27 ათას ვიდეოკასეტაზე აღბეჭდილი კასტილიანი კაცის და მეგის ქარდავას „საქმიანობა“რომ გაგეპროტესტებინათ. რატომ ვერ გაბედეთ? იმიტომ, რომ მაგრად გეშინოდათ.
ძვირფასო ბათუმლებო, რომელთა გარკვეული ნაწილი ყოველდღე გამოდის და ნებსით თუ უნებლიედ, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც წლიდან წლამდე ზის. აჭარლებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი უაზრო პროტესტით ლამის მაზოხისტებად იქეცით და თქვენივე ხელით უთხრით ძირს ტურიზმს, რომელიც თქვენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა?!
თქვენს გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდი, როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ ქუჩებში რომ გამოსულიყავით და მიშას რეჟიმის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული გაგეპროტესტებინათ, მათ შორის ბათუმის უნივერსიტეტში მიშას ზონდერების მივარდნა და სტუდენტების უმოწყალო დარბევა.
ძვირფასო ამაყო სვანებო, რომლებმაც თავზე სვანური ქუდები ჩამოიცვით და რაღაცის გასაპროტესტებლად თბილისში ჩამოხვედით.
თქვენს გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდი, მიშას რეჟიმის სისასტიკე ერთხელ მაინც რომ დაგეგმოთ, თუნდაც მაშინ, როდესაც ლაჩარი გია ბარამიძე სვანეთს თავს დაესხა, დიდძალი შეიარაღებული ბანდით გაგულისებულმა, თქვენსავე თვალწინ აფრასიძეების ოჯახი გადაწვა, კაცები შვილების თვალწინ მოკლა, მერე კი თქვენგან კუბდარი მოითხოვა, ემანდ სვანეთიდან ისე ვერ წავალ, სისხლიანი პირი თქვენი ნახელავით რომ არ ჩავიტკბარუნოო. ან, ის მაინც გაგეპროტესტებინათ, როდესაც დავით ცინდელიანი მამის თვალწინ გაიტაცეს, ბათუმში ჩაიყვანეს, გემზე დახვრიტეს და მისი ცხედარი ზღვაში ჩააგდეს.
ასე რომ, ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილს ხმა არ გაქვთ ამოსაღები, წადით, თქვენს საქმეებს მიხედეთ, საქართველოს კი ღირსეულ ქუთათურებთან, კახელებთან, მეგრელებთან. აჭარლებთან და სვანებთან ერთად უთქვენოდაც კარგად მივხედავთ.
თეა ფირცხალავა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7