🌾✨
17 დეკემბერს ქართველებისთვის ერთერთი გამორჩეული დღესასწაულია.
ბარბარობა - ეს არის ის დღე რომელიც ერთიანად ახარებს მორწმუნესა და არა მორწმუნეს.
🌺 წმინდა ბარბარე ითვლება ბავშვთა მფარველ წმინდანათ..
ასევე არის გარდამოცემა, რომ წმინდა ბარბარე სიკვდილის წინ აზიარებს მათ ვინ ვერ მოასწრო ზიარება, ამიტომ მას ხატებზე ხშირად ბარძიმით ხელში გამოსახავენ..
🙏 ბარბარობის დღესასწაულს უკავშირდება ასევე ლობიანების გამოცხობის ტრადიცია, რა თქმა უნდა თავის არსით არანაირი დატვრითვა არ აქვს ლობიანებს, თუმცა არც ის არის დანაშაული, თუ ამ დღეს ვინმე გამოაცხობს(ან ვერ გამოაცხობს) ლობიანს...
⬇️ ლობიანები საერთოდ კავშირში არ არის წმინდა ბარბარეს ცხოვრებასთან, მეტიც მისი ფესვები წარმართულიც კი არის, მაგრამ ვინაიდან ხალხში ასე ფართოდ არის გავრცელებული, შეწყნარებული და მოწონებული, ქრისტიანობის მთავარი არსი კი არის სიკეთე, ცუდი ტრადიციის მიმართვა სიკეთისაკენ, სიწმინდისაკენ.
თუმცა როცა ლობიანებს ვაკავშირებთ ბარბარობასთან, მაშინ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ეს შეეფერება ქრისტიანს.
ჩვენს მიერ დამზადებული ლობიანი მივუტანოთ იმათ ვისაც არ აქვს საშუალება თვითონ გააკეთოს❤
ანუ ლობიანი უნდა იყოს მოწყალების ერთერთი ფორმა.
მრავალ ბარბარობას დაესწარით, სიკეთე და სიხარული გქონდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს♥️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3