დეკ 15, 2024
მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი. ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა.
„რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა, რუსთაველზე შეკრებილები არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებზე გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება და ისინი ემზადებოდნენ ამისთვის.
ამ ფონზე ლოგიკურია, რომ ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც მოდიოდა ამ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია საკრებულოსთან, ბავშვებთან ერთად, მათ არ მივცემთ საშუალებას, წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. გვინდა, მათ მოვუწოდოთ დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი. ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10