ბრძოლა იქნება ქუჩაში - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, საპარლამენტო არჩევნები "ტოტალურად გაყალბებული, არალეგიტიმური და მოპარულია".
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ამ ნაბიჯზე წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა და ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იყო.
"ივანიშვილმა აირჩია სცენარი, სადაც თავად ირთულებს საქმეს. ხალხთან შედის კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებაში, მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, პასუხისმგებლები ვარ იმ დიდ არჩევანთან, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, ეს არის - ევროპა თუ რუსეთი. დღეს გვინდოდა საზოგადოებისთვის მკაფიოდ გვეთქვა, არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ვიბრძოლებთ, ეს ბრძოლა რა თქმა უნდა, იქნება ქუჩაში. ბრძოლის ნაწილი არის არგუმენტების მიწოდება, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები". - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 20