Предыдущая публикация
ეს გული შენს გულისცემას ერთოს,
სულს მითბობდეს შენი თეთრი თმები,
და შენს სულში ჩემი სუთქვა ენთოს.
როგორ მინდა შენს კალთაში დედა,
თავი ისევ მიამიტად მედოს,
იავნანას მიმიღეროდე ისე,
თითქოს შენს სულს მოგონება ეხმოს.
შენს თვალებში მოციმციმე სხივი
ბედნიერი დედის სახეს ეგოს,
როგორ მინდა ამოგივსო სული
და ცხოვრების სუსხიან გზას მენდო.
როცა გვერდით მეგულები დედა,
სიამაყე ერთიორად მეფობს,
არასოდეს არ დამტოვო მარტო,
უშენობა არასოდეს მერგოს.
თან მწარე ხარ და თან ისე ტკბილი,
ბედს უკუღმართს არასოდეს ენდო,
ჩემი სულის სიამაყის ენავ,
ჩემი გულის ფრთაგაშლილო მტრედო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев