მწვანე თვალებში ატირდება ივნისი ღამით,
უსიყვარულოთ გახუნდება ფერები ჩემთვის
და უშენობა ვიცი ალბათ ჭკუიდან შემშლის!
უსიყვარულოდ დედამიწა უკუღმა წავა,
ფერადი ფერი გარუხდება, იწვიმებს ცრემლი!
უსიყვარულოდ არ გამოვა არცერთი ლექსი
და არც სიმღერას არ ექნება გრნობების ძალა.
უსიყვარულოდ აირევა ყველა სტრიქონი,
მუზაც არ მოვა მიმატოვებს ფერების მსგავსად,
უსიყვარულოდ ვერც ბახუსში ვიპოვით საშველს, სადღეგრძელოსაც აღარ ექნება გძნობებით აღქმა!
უსიყვარულოდ?! ეს რას ნიშნავს უარვყოთ ღმერთი ?
აღარ ვიწამოთ არც ტაძარი და ლოცვის ძალა!
უსიყვარულოდ რაღად გვინდა ვატაროთ ჯვარი,
თუ მისი რწმენა აღარ შეგვრჩა, კაპიკი გახდა!
უსიყვარულოთ ალბათ მოვა ეშმაკი ჩვენში ,
აააწიოკებს ყველა გრძნობას თავისებურად!
უსიყვარულოდ ერთმანეთის თვალები შეგვშლის ,
თვალები აღარ მოგვხიბლავენ კვლავინდებურად!
უსიყვარულოდ მე არ მინდა არც ერთი წამით ,
მინდა მტკიოდეს სიყვარულით გამთბარი გული,
მინდა ფერების ისევ იდგეს დღეს გაზაფხული
და ქვეყანაზე არსებობდეს კვლავ სიყვარული!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев